Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

შეშით გათბობის უპირატესობა


ახალციხე
ახალციხე

ზამთრის სეზონს მომზადებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი ხვდება. რეგიონის მკაცრი კლიმატის გამო, ადგილობრივებმა გათბობის საშუალებაზე ფიქრი შემოდგომითვე დაიწყეს, თუმცა საშეშე მერქნის მომარაგება მხოლოდ მოსახლეობის ნაწილმა შეძლო. ქალაქისა და სოფლების გაზიფიცირების მიუხედავად, რეგიონში გათბობის ძირითად საშუალებად კვლავ შეშის ღუმელი რჩება, რადგან, მოსახლეობის აზრით, შეშით გათბობა ბუნებრივ აირზე ეკონომიურია.

შეშით გათბობის უპირატესობა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:37 0:00
გადმოწერა

სამცხე-ჯავახეთში საშეშე მერქანზე მოთხოვნა 55 000 კუბური მეტრია, ამბობს სატყეო სამსახურის უფროსი. მამუკა ცინცაძის თქმით, რეგიონში ტყეკაფების პრობლემა არ არის.

მოსახლეობის გარდა, გასათბობად შეშას იყენებს არაერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები. სწორედ ამიტომ, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელი რევაზ გეთიაშვილი ვარაუდობს, რომ საშეშე მერქნით გათბობის ალტერნატივის გამოძებნის გარეშე, ქვეყანა ენერგოკრიზისის წინაშე დადგება.

მაღალმთიან დასახლებებში ოჯახს 15 კუბური მეტრი საშეშე მერქნის მიღება შეუძლია, ბარში კი - 7-ის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის პრობლემა ტყეკაფის გამოყოფით არ წყდება. მოსახლეობა ტყემდე მისასვლელი გზის მდგომარეობასაც უჩივის.

XS
SM
MD
LG