პრეზიდენტის ინიციატივაზე, რაც პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის მოხსნას უკავშირდება, უარს ამბობს ყოფილი პატიმარი, 21 წლის გვანცა ყუფარაძე, რადგანაც, მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი წლების განმავლობაში უგულებელყოფდა განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის მასშტაბურ შეწყალებას წინასაარჩევნო პოპულისტურ სვლად აფასებენ უფლებადამცველებიც, თუმცა იმ ათასობით ადამიანს, ვინც შეწყალების შეთავაზებით აპირებს სარგებლობას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამატებით აფრთხილებს.
გვანცა ყუფარაძე სულ რაღაც 14 წლის იყო, როდესაც თანაკლასელი ბიჭისთვის 30-ზე მეტი ჭრილობის მიყენების ბრალდებით დააკავეს და 10 წელი მიუსაჯეს. აქედან ერთი ნახევარი პატიმრობაზე, ხოლო მეორე ნახევარი პირობით მსჯავრზე მოდიოდა. გოგონამ, რომლის უდანაშაულობაშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო და არის დარწმუნებული, 5 წელიწადი ციხეში გაატარა და 2011 წლის 11 ნოემბერს გათავისუფლდა, თუმცა იგი კვლავაც პირობითად მსჯავრდებულია. მე-3 კურსის სტუდენტი, მომავალი იურისტი, რომლის საქმეც სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი, თავს ყოველთვის უდანაშაულოდ მიიჩნევდა და წარსულის გასუფთავებას არც ამჟამად თვლის საჭიროდ, მაგრამ, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მასშტაბურ შეწყალებაზე უარს ძირითადად პრეზიდენტის ფაქტორის გამო ამბობს:
”წლების განმავლობაში როდესაც ვთხოვდი დაინტერესებულიყო ამ საქმით, ათეულობით განაცხადით, ვეუბნებოდი, რომ ვიყავი უდანაშაულო, არსებობდა ამის ფაქტობრივი მტკიცებულებები... ამავე სახის განაცხადით მას მიმართა არაერთმა პოლიტიკოსმა, არაერთმა ჟურნალისტმა - სხვადასხვა სახის ჟურნალისტური გამოძიებებით, იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგრამ ის ყოველთვის უგულებელყოფდა ასეთი სახის გამოხმაურებას. მისთვის ეს არასოდეს იყო პრიორიტეტი”.
გვანცა ყუფარაძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მის უდანაშაულობას შეგნებულად უგულებელყოფდა და ამას იმის გამო აკეთებდა, რომ საკუთარი ხელისუფლების დიდი შეცდომები და სისტემის მარცხი არ ეღიარებინა.
პოზიცია და გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია და ადამიანებს, რომლებიც, 21 წლის გოგონას მსგავსად, პრეზიდენტის შეწყალებაზე უარის თქმას აპირებენ, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილიც იცნობს, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს. უფლებადამცველის თქმით, იოლად მისახვედრია, რომ ნასამართლევთა და პირობითად მსჯავრდებულთა მასობრივი შეწყალება პრეზიდენტის წინაასაარჩევნო არაგულწრფელი სვლაა:
”ბუნებრივია, ახლა მას გული არ შესტკივა ამ ადამიანებზე, რომლებიც, მისი პოლიტიკის წყალობით, უმრავლესობა უსამართლოდ და, რაც მთავარია, არაადამიანურ პირობებში იხდიდა სასჯელს”.
იმაში, რომ ბევრი ადამიანი იტყვის უარს ნასამართლეობის ან, პირობითი მსჯავრის შემთხვევაში, იმ არსებული შეზღუდვების მოხსნაზე, რამაც მათ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას, მაგალითად, ჯერ მარტო სამუშაოს შოვნაში, ეჭვი ეპარება ანალიტიკოს გია ნოდიას. როგორც ის ვარაუდობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, შეთავაზებით სარგებლობას პოლიტიკური ასპექტი არ განსაზღვრავს:
”არა მგონია, რომ შეთავაზებით მოსარგებლეები მყარი პოლიტიკური სიმპათიების და პრინციპების მქონეები იყვნენ. ბევრი მათგანი, უბრალოდ, პრაგმატულად უყურებს საქმეს: თუ ბიძინასგან მიიღეს რაღაც სარგებელი, მადლობლები არიან; თუ პრეზიდენტისგან მიიღებენ რაიმე სარგებელს, იმაზეც მადლობლები იქნებიან”.
ასეა თუ ისე, 20 აგვისტოს მსგავსად, პრეზიდენტის სასახლესთან ხალხმრავლობა 21 აგვისტოსაც იყო და მეტი კომფორტისთვის იქ სპეციალური კარვებიც კი გაშალეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, რეგისტრაცია უკვე გაიარა ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო ასევე ათასზე მეტმა გამოთქვა განაცხადის შეტანის სურვილი.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, პირობითად მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპისთვის 13 933 -ს შეადგენს, საიდანაც (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ზოგიერთი კატეგორიისთვის დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით) პრეზიდენტის ინიციატივით მხოლოდ 455 პირი ვერ ისარგებლებს. რაც შეეხება ნასამართლევ პირებს, სასჯელაღსრულების სამინისტროს მათი რაოდენობა დაჯამებული არა აქვს. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ამ კატეგორიაში შესაძლოა წლების მანძილზე - სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით - ნასამართლევი რამდენიმე ასეული ათასი პირიც კი გაერთიანდეს.
დაბოლოს, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებამ, როგორც ჩანს, გარკვეული გაუგებრობა და დაბნეულობა გამოიწვია შეთავაზების ადრესატებს შორის, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა. ”პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კონკრეტული სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ვალდებულია: დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს, პრობაციის ოფიცრისა და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გვანცა ყუფარაძე სულ რაღაც 14 წლის იყო, როდესაც თანაკლასელი ბიჭისთვის 30-ზე მეტი ჭრილობის მიყენების ბრალდებით დააკავეს და 10 წელი მიუსაჯეს. აქედან ერთი ნახევარი პატიმრობაზე, ხოლო მეორე ნახევარი პირობით მსჯავრზე მოდიოდა. გოგონამ, რომლის უდანაშაულობაშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო და არის დარწმუნებული, 5 წელიწადი ციხეში გაატარა და 2011 წლის 11 ნოემბერს გათავისუფლდა, თუმცა იგი კვლავაც პირობითად მსჯავრდებულია. მე-3 კურსის სტუდენტი, მომავალი იურისტი, რომლის საქმეც სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი, თავს ყოველთვის უდანაშაულოდ მიიჩნევდა და წარსულის გასუფთავებას არც ამჟამად თვლის საჭიროდ, მაგრამ, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მასშტაბურ შეწყალებაზე უარს ძირითადად პრეზიდენტის ფაქტორის გამო ამბობს:
”წლების განმავლობაში როდესაც ვთხოვდი დაინტერესებულიყო ამ საქმით, ათეულობით განაცხადით, ვეუბნებოდი, რომ ვიყავი უდანაშაულო, არსებობდა ამის ფაქტობრივი მტკიცებულებები... ამავე სახის განაცხადით მას მიმართა არაერთმა პოლიტიკოსმა, არაერთმა ჟურნალისტმა - სხვადასხვა სახის ჟურნალისტური გამოძიებებით, იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგრამ ის ყოველთვის უგულებელყოფდა ასეთი სახის გამოხმაურებას. მისთვის ეს არასოდეს იყო პრიორიტეტი”.
გვანცა ყუფარაძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მის უდანაშაულობას შეგნებულად უგულებელყოფდა და ამას იმის გამო აკეთებდა, რომ საკუთარი ხელისუფლების დიდი შეცდომები და სისტემის მარცხი არ ეღიარებინა.
ბუნებრივია, ახლა მას გული არ შესტკივა ამ ადამიანებზე, რომლებიც, მისი პოლიტიკის წყალობით, უმრავლესობა უსამართლოდ და, რაც მთავარია, არაადამიანურ პირობებში იხდიდა სასჯელს...გელა ნიკოლაიშვილი
”ბუნებრივია, ახლა მას გული არ შესტკივა ამ ადამიანებზე, რომლებიც, მისი პოლიტიკის წყალობით, უმრავლესობა უსამართლოდ და, რაც მთავარია, არაადამიანურ პირობებში იხდიდა სასჯელს”.
იმაში, რომ ბევრი ადამიანი იტყვის უარს ნასამართლეობის ან, პირობითი მსჯავრის შემთხვევაში, იმ არსებული შეზღუდვების მოხსნაზე, რამაც მათ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას, მაგალითად, ჯერ მარტო სამუშაოს შოვნაში, ეჭვი ეპარება ანალიტიკოს გია ნოდიას. როგორც ის ვარაუდობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, შეთავაზებით სარგებლობას პოლიტიკური ასპექტი არ განსაზღვრავს:
არა მგონია, რომ შეთავაზებით მოსარგებლეები მყარი პოლიტიკური სიმპათიების და პრინციპების მქონეები იყვნენ. ბევრი მათგანი, უბრალოდ, პრაგმატულად უყურებს საქმე...გია ნოდია