ინიციატივას პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი იმ ზიანის შემამცირებელ მექანიზმად მიიჩნევს, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოების უსაფრთხოებას მასშტაბურმა ამნისტიამ მიაყენა. მაგრამ პრეზიდენტის ამგვარ განცხადებებში ლოგიკას ვერ ხედავენ იურისტები, რომელთა ვარაუდითაც, პრეზიდენტის ინიციატივამ შესაძლოა შეწყალებულ პირს, პირიქით, დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი მოუხსნას. რამ განაპირობა პრეზიდენტის ინიციატივა და რამდენად უკავშირდება ის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს?
რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გარდა, როგორიც არის მაგალითად: განზრახ მკვლელობა, სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან, ტრეფიკინგი თუ წამება, პრეზიდენტის მიერ 19 აგვისტოს გახმაურებული ინიციატივა პირობითი მსჯავრისა თუ ნასამართლეობის მქონე აბსოლუტურად ყველა პირს შეეხება.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, პირობითად მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპისთვის 13 933 -ს შეადგენს, საიდანაც პრეზიდენტის ინიციატივით მხოლოდ 455 პირი ვერ ისარგებლებს. რაც შეეხება ნასამართლევ პირებს, სასჯელაღსრულების სამინისტროს მათი რაოდენობა დაჯამებული არა აქვს და მხოლოდ ვარაუდობს, რომ ამ კატეგორიაში შესაძლოა წლების მანძილზე - სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით - ნასამართლევი რამდენიმე ასეული ათასი პირიც კი გაერთიანდეს.
პრეზიდენტის ინიციატივამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ამას 20 აგვისტოს პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი ადამიანების სიმრავლეც მოწმობდა. პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განცხადების შეტანის მსურველებმა გაიარონ წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია, შემდეგ კი ადმინისტრაციის თანამშრომელი მათ აცნობებს განცხადების შეტანის კონკრეტულ თარიღს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ პირზე ინდივიდუალური შეწყალების აქტი უნდა შედგეს, ანუ პრეზიდენტი თითოეული პირის საქმეს უნდა გაეცნოს, ცხადია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკმაოდ მასშტაბურ და შრომატევად საქმეს შეეჭიდა. დრო კი არც ისე ბევრია - ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა მოესწროს.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ახალი ინიციატივა გახმაურდა, ბევრმა გაიხსენა საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში მიღებული ამნისტიის აქტი, რომლის შედეგადაც 10 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა და რომელსაც თავის დროზე პრეზიდენტმა ვეტო დაადო. შესაბამისად, ამ დღეებში არაერთხელ დაისვა შეკითხვა - რატომ, რის საფუძველზე გადაწყვიტა პრეზიდენტმა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ გათავისუფლებულ ადამიანებს ახლა დამატებითი შეღავათები მისცეს? თავად პრეზიდენტი თვლის და ეს მან 20 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი ამნისტიის შედეგად მკვეთრად გაუარესებული კრიმინალური ვითარების შემსუბუქებას ისახავს მიზნად:
”ეს ხალხი უკვე გარეთ არის... თუკი ისინი წარმოადგენენ დანაშაულის საფრთხეს, ეს საფრთხე უკვე დამდგარია. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი ასევე მაღალ რისკს შეიცავენ დანაშაულის რეციდივის, უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ ხალხის რესოციალიზაცია მოხდეს, ამ ხალხის დასაქმება მოხდეს, ამ ხალხის ჩართვა მოხდეს ეკონომიკურ ბრუნვაში და არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდნენ ისინი უკან საპატიმროებში”.
პრეზიდენტის მიერ დასახელებულ მიზანს ეჭვქვეშ აყენებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ეკა ფოფხაძე. შეწყალების აქტის შედეგად მიღებული შეღავათები, ანუ, ასე ვთქვათ, სამართლებრივი წარსულის გასუფთავება მას დანაშაულის ჩადენის ხელშემშლელ ფაქტორად არ წარმოუდგენია. უფრო პირიქით:
”თუ ისინი დანაშაულს ჩაიდენდნენ მაშინ, როდესაც ისინი იყვნენ ნასამართლევები ან პირობითი მსჯავრი ჰქონდათ, მაშინ მათ ბევრად უფრო მკაცრი სასჯელი შეეფარდებოდათ, ვიდრე მას შემდეგ, როდესაც მათ მოეხსნებათ ნასამართლეობა და პირობითი მსჯავრი. ამიტომ, ბუნებრივია, თუკი ვინმესთვის მისი ნასამართლეობა ან პირობითი მსჯავრი იყო შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ მას განმეორებით დანაშაული არ ჩაედინა, ეს შემაკავებელი ფაქტორი უკვე ამ პირებთან მიმართებაში აღარ იარსებებს”.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ეჭვი ეპარება პრეზიდენტის განზრახვის გულწრფელობაში და მის ინიციატივას ჩვენთან საუბარში ელექტორატის გულის მოგებაზე გათვლილ თვალთმაქცურ წინასაარჩევნო სვლად განიხილავს:
”მას არ გამოუყენებია თავისი უფლება, როდესაც წლების განმავლობაში არასრულწლოვნები, სრულიად უსამართლოდ ადამიანები იტანჯებოდნენ ციხეში. პრაქტიკულად საკუთარი გუნდის წევრების მიმართ იჩენდა ის ლოიალობას, თორემ მე პირადად არაერთი განცხადება მაქვს კომიტეტიდან გადაგზავნილი მის ადმინისტრაციაში, როდესაც შეწყალებას ითხოვდნენ მსჯავრდებულები, მაგრამ არც ერთზე პასუხი არ მიმიღია, არც ერთ განცხადებაზე, რომელიც მასთან არის გადაგზავნილი ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩემი კომიტეტის სახელით. ასე რომ, ეს იყო მხოლოდ წინასაარჩევნო დემაგოგია”.
პრეზიდენტის ინიციატივას წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს ანალიტიკოსი გია ნოდიაც, თუმცა ის დარწმუნებული არ არის, რომ ასეთი სვლა სასურველ შედეგს გამოიღებს:
”საჭიროა პოპულარობის მოსაპოვებლად, მიმხრობა საზოგადოების იმ ფენებისა, რომლებსაც გული აუცრუვდათ „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ არ იციან სად წავიდნენ. შესაძლოა ეს ასეთ ადამიანებზე გათვლილ ნაბიჯად ჩავთვალოთ. არ გამოვრიცხავ, რომ მომგებიანიც იყოს, არ ვარ მე პოლიტტექნოლოგი, მაგრამ ინტუიციურად მგონია, რომ მაინცდამაინც ეფექტური არ უნდა იყოს”.
გია ნოდიასგან განსხვავებით, სააკაშვილის მიერ წამოწყებულ შეწყალების პროცესს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აბსოლუტურად არ უკავშირებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობს და ვადის ამოწურვამდე, - შესაძლოა, სამომავლო პოლიტიკურ კარიერაზე ზრუნვით, - უბრალოდ, პოზიორობს საქართველოს მოქალაქეების წინაშე.
რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გარდა, როგორიც არის მაგალითად: განზრახ მკვლელობა, სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან, ტრეფიკინგი თუ წამება, პრეზიდენტის მიერ 19 აგვისტოს გახმაურებული ინიციატივა პირობითი მსჯავრისა თუ ნასამართლეობის მქონე აბსოლუტურად ყველა პირს შეეხება.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, პირობითად მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპისთვის 13 933 -ს შეადგენს, საიდანაც პრეზიდენტის ინიციატივით მხოლოდ 455 პირი ვერ ისარგებლებს. რაც შეეხება ნასამართლევ პირებს, სასჯელაღსრულების სამინისტროს მათი რაოდენობა დაჯამებული არა აქვს და მხოლოდ ვარაუდობს, რომ ამ კატეგორიაში შესაძლოა წლების მანძილზე - სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით - ნასამართლევი რამდენიმე ასეული ათასი პირიც კი გაერთიანდეს.
პრეზიდენტის ინიციატივამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ამას 20 აგვისტოს პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი ადამიანების სიმრავლეც მოწმობდა. პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განცხადების შეტანის მსურველებმა გაიარონ წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია, შემდეგ კი ადმინისტრაციის თანამშრომელი მათ აცნობებს განცხადების შეტანის კონკრეტულ თარიღს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ პირზე ინდივიდუალური შეწყალების აქტი უნდა შედგეს, ანუ პრეზიდენტი თითოეული პირის საქმეს უნდა გაეცნოს, ცხადია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკმაოდ მასშტაბურ და შრომატევად საქმეს შეეჭიდა. დრო კი არც ისე ბევრია - ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა მოესწროს.
ეს ხალხი უკვე გარეთ არის... თუკი ისინი წარმოადგენენ დანაშაულის საფრთხეს, ეს საფრთხე უკვე დამდგარია. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი ასევე მაღალ რისკს შეიცავენ დანაშაულის რეციდივის, უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ ხალხის რესოციალიზაცია მოხდეს, ამ ხალხის დასაქმება მოხდეს...მიხეილ სააკაშვილი
”ეს ხალხი უკვე გარეთ არის... თუკი ისინი წარმოადგენენ დანაშაულის საფრთხეს, ეს საფრთხე უკვე დამდგარია. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი ასევე მაღალ რისკს შეიცავენ დანაშაულის რეციდივის, უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ ხალხის რესოციალიზაცია მოხდეს, ამ ხალხის დასაქმება მოხდეს, ამ ხალხის ჩართვა მოხდეს ეკონომიკურ ბრუნვაში და არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდნენ ისინი უკან საპატიმროებში”.
პრეზიდენტის მიერ დასახელებულ მიზანს ეჭვქვეშ აყენებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ეკა ფოფხაძე. შეწყალების აქტის შედეგად მიღებული შეღავათები, ანუ, ასე ვთქვათ, სამართლებრივი წარსულის გასუფთავება მას დანაშაულის ჩადენის ხელშემშლელ ფაქტორად არ წარმოუდგენია. უფრო პირიქით:
”თუ ისინი დანაშაულს ჩაიდენდნენ მაშინ, როდესაც ისინი იყვნენ ნასამართლევები ან პირობითი მსჯავრი ჰქონდათ, მაშინ მათ ბევრად უფრო მკაცრი სასჯელი შეეფარდებოდათ, ვიდრე მას შემდეგ, როდესაც მათ მოეხსნებათ ნასამართლეობა და პირობითი მსჯავრი. ამიტომ, ბუნებრივია, თუკი ვინმესთვის მისი ნასამართლეობა ან პირობითი მსჯავრი იყო შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ მას განმეორებით დანაშაული არ ჩაედინა, ეს შემაკავებელი ფაქტორი უკვე ამ პირებთან მიმართებაში აღარ იარსებებს”.
მას არ გამოუყენებია თავისი უფლება, როდესაც წლების განმავლობაში არასრულწლოვნები, სრულიად უსამართლოდ ადამიანები იტანჯებოდნენ ციხეში. პრაქტიკულად საკუთარი გუნდის წევრების მიმართ იჩენდა ის ლოიალობას, თორემ მე პირადად არაერთი განცხადება მაქვს კომიტეტიდან გადაგზავნილი მის ადმინისტრაციაში, როდესაც შეწყალებას ითხოვდნენ მსჯავრდებულები, მაგრამ არც ერთზე პასუხი არ მიმიღია...ეკა ბესელია