ბანგლადეშში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპირველმაისო დემონსტრაციებზე, შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. საპირველმაისო აქციები ბევრ სხვა ქვეყანაშიც გაიმართა, მაგრამ ბანგლადეში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტრაგიკული ინციდენტის გამო, რომელმაც გასულ კვირაში ასობით ადამიანის - სამკერვალო კომპანიებში დასაქმებული ხალხის - სიცოცხლე შეიწირა.
1 მაისს ათასობით ადამიანმა მოითხოვა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების დაცვა და დედაქალაქ დაკას გარეუბანში გასულ კვირაში დანგრეული შენობის მფლობელის დასჯა. ცნობების თანახმად, შენობა უკანონოდ იყო აგებული.
პროფკავშირის ლიდერმა ამირულ ჰოკმა მშრომელთა მოთხოვნებზე ისაუბრა დაკაში გამართულ საპირველმაისო დემონსტრაციაზე.
„1 მაისის აღნიშვნას ამჯერად მწუხარება გასდევს, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ, შენობის დანგრევის შედეგად, - ამ შენობაში ხუთი საწარმო იყო განთავსებული, - 400 ადამიანი დავკარგეთ, სამკერვალო კომპანიებში დასაქმებული პირები. კომპანიების რამდენიმე მფლობელი უკვე დაკავებულია და მოვითხოვთ დანარჩენი მფლობელებისა და სხვა პასუხისმგებელი პირების დაკავებასაც და იმას, რომ სამაგალითოდ დასაჯონ კომპანიების მფლობელები, ისევე როგორც შენობის მფლობელები“, - უთხრა პროფკავშირების ლიდერმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“.
ევროკავშირი აცხადებს, რომ ამზადებს „სათანადო ზომებს“ ბანგლადეშის საწარმოებში შრომის პირობების გაუმჯობესების წასახალისებლად. ამ ზომებს შორის სახელდება ბანგლადეშისთვის დაწესებული სავაჭრო შეღავათებიდან ზოგის შეჩერება. ევროკავშირი ბანგლადეშის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია.
მრავალათასიანი საპირველმაისო აქციების შესახებ იუწყებიან აზიის რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც, მათ შორის, ინდონეზიიდან და ფილიპინებიდან, სადაც დასაქმებულთა უკმაყოფილებას იწვევს შრომის პირობები და დაბალი ხელფასები.
ევროპაში ყველაზე მასშტაბური აქცია საბერძნეთში იქნა ორგანიზებული. საპირველმაისოდ პროფკავშირები 24-საათიანი გაფიცვით აპროტესტებენ მომჭირნეობის მკაცრ ზომებს, რომლებსაც მთავრობა მიმართავს უცხოელი დონორებისაგან კრედიტების მისაღებად. მთელ საბერძნეთში პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა.
ათენში პარლამენტთან მივიდა ასობით დემონსტრანტი, მათ შორის, მარინა ციაპელი, რომელიც უმუშევარია: „ახლახან ავიღე 420 ევრო, უმუშევრობის დახმარება. არადა, მარტო ელექტროენერგიაში მაქვს გადასახდელი 400 ევრო, რადგან ფული არ გვქონდა გათბობისთვის საწვავის საყიდლად. ხომ ხვდებით, რა მდგომარეობაში ვარ! თუ არ ვიბრძოლე ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, არაფერი შეიცვლება. ეს არ არის სიმბოლური ზეიმი, ეს გაფიცვაა!“
ევროკავშირის სტატისტიკური მონაცემებით, რომლებიც სამშაბათს გამოქვეყნდა, საბერძნეთში უმუშევრობამ სარეკორდო მაჩვენებელს, 27,2%-ს, მიაღწია.
პროტესტის შესახებ იუწყებიან თურქეთიდანაც. სტამბულში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიმართა ზომებს ქალაქის ცენტრში ტრადიციული საპირველმაისო გამოსვლების ასაკრძალად. ოფიციალური ინფორმაციით, დააკავეს 20 დემონსტრანტი.
დაბოლოს, რუსეთზე. ქვეყანაში, რომელსაც საპირველმაისოდ მასშტაბური დემონსტრაციების ჩატარების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, ბევრ ქალაქში, მათ შორის, მოსკოვსა და სანკტ- პეტერბურგში გაიმართა აქციები. მაგრამ ეს წელი მაინც გამორჩეული აღმოჩნდა... რუსეთში კიდევ ერთი ტრადიცია გაიხსენეს: 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, ისევ გაიცა „შრომის გმირის“ წოდება. სანკტ-პეტერბურგში გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვა ხუთი ადამიანი, მათ შორის, გამოჩენილი დირიჟორი ვალერი გერგიევი. ცნობების თანახმად, ვარსკვლავის ფორმის ოქროსფერი მედალი თითქმის არაფრით განსხვავდება მედლისაგან, რომლითაც საბჭოთა ეპოქაში აჯილდოებდნენ სოციალისტური შრომის გმირებს.

ახლახან ავიღე 420 ევრო, უმუშევრობის დახმარება. არადა, მარტო ელექტროენერგიაში მაქვს გადასახდელი 400 ევრო, რადგან ფული არ გვქონდა გათბობისთვის საწვავის საყიდლად. ხომ ხვდებით, რა მდგომარეობაში ვარ! თუ არ ვიბრძოლე ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, არაფერი შეიცვლება. ეს არ არის სიმბოლური ზეიმი, ეს გაფიცვაა!..მარინა ციაპელი