ბათუმის საერთაშორისო ჰისპიტლის ექიმების ნაწილი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს კლინიკის ხელმძღვანელებს.
საერთაშორისო ჰოსპიტალმა, რომელიც 25-მილიონიანი თურქული ინვესტიციით აშენდა და შარშან მარტში გაიხსნა, საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა აამოქმედა პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი. კლინიკის დაარსებიდან ერთი წლისთავზე უფლებების დაცვას ითხოვს სამედიცინო პერსონალი.