Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამანტა პაუერმა სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიას „ბარბაროსობა“ უწოდა


სამანტა პაუერი
სამანტა პაუერი

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიას „ბარბაროსობა“ უწოდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილ ვითარებას ეხება, პაუერმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება არ გამოვა მოსკოვის ძალისხმევის გარეშე.

კვირას სირიის სამთავრობო ავიაციამ იერიში მიიტანა მეამბოხეთა პოზიციებზე ალეპოს ჩრდილოეთით. სირიაში გაეროს საგანგებო წარგზავნილის, სტაფან მისტურას თქმით, სირიის არმიის იერიშმა ათეულობით ქალისა და ბავშის სიცოცხლე შეიწირა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა სირიაში ვითარებას ღამის „კოშმარი უწოდა“. მან აღნიშნა, რომ ალეპოში სამხედრო მოქმედებები ყველაზე უფრო ინტენსიური გახდა მთელი სამოქალაქო ომის მთელი მანძილზე. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის თქმით, სირიაში ზავის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტისთვის ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმას.

XS
SM
MD
LG