ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 13 ივნისს დაასრულა არსებითი განხილვა საქმისა ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რაც 2006-2007 წლებში რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაციას დაეკისრება პასუხისმგებლობა ქართველების ეთნიკური ნიშნით გამოძევებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
48 წლის თენგიზ ტოგონიძე რუსმა სამართალდამცველებმა ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 2006 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს და დაახლოებით 15 დღე იზოლატორის სრულიად გაუსაძლის პირობებში ამყოფეს. სუფთა ჰაერსა და სასმელ წყალზე რომ არაფერი ვთქვათ, ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანს ექიმის დახმარებაზეც უარი უთხრეს. თენგიზ ტოგონიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა და როცა ის, დეპორტაციისთვის მომზადებულ სხვა არაერთ ქართველთან ერთად, სანკტ-პეტერბურგიდან მოსკოვში გადაჰყავდათ, გზაში, ავტობუსში გარდაიცვალა. მისი მეუღლე, ნინო ძიძავა, რადიო თავისუფლებას საშინელი ამბის იმ დეტალებს მოუთხრობს, რაც მან უშუალო თვითმხილველებისგან შეიტყო:
”ხალხი აჯანყდა - იხრჩობა ადამიანი და კარი გაუღეთო... არავის არ გაუკეთებია ალბათ ასეთი რამ, რომ ადამიანს ჟანგბადი არ მიაწოდეს. რომ აჯანყდა ხალხი, მათ წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენეს. ადამიანი, რომელიც იხრჩობოდა და შველას ითხოვდა, ელექტროშოკით გათიშეს. მოკვდა ადამიანი, გადაეკეტა სასუნთქი... ისინი კი იგდებდნენ - ვოტ, გრუზინსკაია სვინიაო (вот грузинская свинья), - იძახოდნენ...”
ეს ყველაფერი და კიდევ სხვა არაერთი ეპიზოდი სტრასბურგელმა მოსამართლეებმა 2011 წელს თავად ნინო ძიძავასგან მოისმინეს. გავიხსენოთ, რომ გასული წლის 31 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში საქმის ზეპირი განხილვა მიმდინარეობდა - პირველი ორი დღე სრულად დაეთმო ქართული მხარის მიერ წარდგენილი დაახლოებით 10 მოწმის მოსმენას, ხოლო დანარჩენ დღეებში სასამართლო უკვე რუსეთის მხარის მიერ წარდგენილ მოწმეებს უსმენდა.
საქართველო რუსეთს ქართველების ეთნიკური ნიშნით კოლექტიურ დევნასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით განსაზღვრული არაერთი ვალდებულების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. საგანგებოდ აღინიშნება, რომ დეპორტაციას წინ უძღოდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა თბილისის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო. გავიხსენოთ, რომ 2006-2007 წლებში, მასშტაბური დეპორტაციის პროცესში, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების თანხლებით განახორციელა, არაზუსტი დათვლით, რუსეთიდან დაახლოებით 5 ათასი ქართველი გამოაძევეს.
13 ივნისს, სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გამართული მოსმენით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა და სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებაზე მუშაობას შეუდგა. კონკრეტულ ვადას რეგლამენტი არ განსაზღვრავს, თუმცა, საქმის მასშტაბიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების ლოდინი მხარეებს შესაძლოა ერთ წელიწადსაც კი მოუწიოთ.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პოზიცია, ისევე როგორც წინა პროცესების დროს, 13 ივნისსაც სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყურებოდა:
”მათი მთავარი ამოსავალი ხაზი კვლავ არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროსაბჭო, მათ შორის - საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭოს სხვადასხვა კომიტეტი და ასევე თავიანთი სახალხო დამცველი, - ყველა, ვინც ინფორმაცია მოაგროვა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ტყუის და მათი ინფორმაცია არ არის სწორი. და ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია უარს ეუბნება სასამართლოს ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენაზე.”
პირველი საჯარო მოსმენა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატაში, 2009 წლის 16 აპრილს გაიმართა, საქართველოს სარჩელის განხილვა სასამართლომ დასაშვებად 2009 წლის 30 ივნისს ცნო, ხოლო 2009 წლის 15 დეკემბერს საქმე განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.
მართალია, უშუალოდ სარჩელის შეტანიდან (2007 წლის მარტიდან) უკვე დაახლოებით 5 წელიწადი გავიდა, მაგრამ ამ ვადას პროცესის გაჭიანურების მაჩვენებლად არ მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტი დავით ჯანდიერი:
”როცა ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართავს სასამართლოს, როგორც სხვა საქმეებმა აჩვენა (მაგალითად, კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ ან ირლანდია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ), მოიცავს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მასალებს. აქედან გამომდინარე, 5-წლიანი ვადა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ შეიძლება ჩაითვალოს ხანგრძლივ ვადად. თითოეული ასეთი საქმე მოითხოვს ბევრი მტკიცებულებისა და ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ბევრი ფაქტის შესწავლას.”
რაც შეეხება საბოლოო შედეგს, საქართველოსთვის სასურველი შედეგის მისაღებად, სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ რუსეთიდან ეთნიკური ქართველების კოლექტიური გამოძევების პროცესში აღინიშნებოდა ”ადმინისტრაციული პრაქტიკა”. დავით ჯანდიერის თქმით, ”თუკი საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მასალებით დადასტურდება ის, რომ ადგილი ჰქონდა განმეორებით შემთხვევებს და, მეორე მხრივ, ამ შემთხვევების მიმართ ოფიციალურ ტოლერანტობას, ანუ ოფიციალურ პოლიტიკას რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან, მაშინ საქართველოს საჩივარს დაკმაყოფილების საფუძველი ექნება.”

მათი მთავარი ამოსავალი ხაზი კვლავ არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროსაბჭო, მათ შორის - საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭოს სხვადასხვა კომიტეტი და ასევე თავიანთი სახალხო დამცველი, - ყველა, ვინც ინფორმაცია მოაგროვა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ტყუის და მათი ინფორმაცია არ არის სწორი...თინა ბურჯალიანი
საქართველო რუსეთს ქართველების ეთნიკური ნიშნით კოლექტიურ დევნასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით განსაზღვრული არაერთი ვალდებულების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. საგანგებოდ აღინიშნება, რომ დეპორტაციას წინ უძღოდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა თბილისის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო. გავიხსენოთ, რომ 2006-2007 წლებში, მასშტაბური დეპორტაციის პროცესში, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების თანხლებით განახორციელა, არაზუსტი დათვლით, რუსეთიდან დაახლოებით 5 ათასი ქართველი გამოაძევეს.
13 ივნისს, სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გამართული მოსმენით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა და სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებაზე მუშაობას შეუდგა. კონკრეტულ ვადას რეგლამენტი არ განსაზღვრავს, თუმცა, საქმის მასშტაბიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების ლოდინი მხარეებს შესაძლოა ერთ წელიწადსაც კი მოუწიოთ.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პოზიცია, ისევე როგორც წინა პროცესების დროს, 13 ივნისსაც სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყურებოდა:
”მათი მთავარი ამოსავალი ხაზი კვლავ არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროსაბჭო, მათ შორის - საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭოს სხვადასხვა კომიტეტი და ასევე თავიანთი სახალხო დამცველი, - ყველა, ვინც ინფორმაცია მოაგროვა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ტყუის და მათი ინფორმაცია არ არის სწორი. და ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია უარს ეუბნება სასამართლოს ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენაზე.”
პირველი საჯარო მოსმენა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატაში, 2009 წლის 16 აპრილს გაიმართა, საქართველოს სარჩელის განხილვა სასამართლომ დასაშვებად 2009 წლის 30 ივნისს ცნო, ხოლო 2009 წლის 15 დეკემბერს საქმე განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.
5-წლიანი ვადა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ შეიძლება ჩაითვალოს ხანგრძლივ ვადად. თითოეული ასეთი საქმე მოითხოვს ბევრი მტკიცებულებისა და ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ბევრი ფაქტის შესწავლას...დავით ჯანდიერი