გაეროს ბოლო მონაცემებით, 25 ათასზე მეტი უცხოელი იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ყაიდისა“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში. მათ რიგებში რაოდენობრივად მცირედ, მაგრამ მცირერიცხოვანი ქვეყნის პირობაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოც. პრობლემა რომ სულ უფრო მწვავდება, ამის დასტურია პანკისის ხეობის უხუცესთა წუხილი და ხელისუფლებისადმი თხოვნა, რომ დაეხმარონ ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადინების შეჩერებაში. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მხოლოდ პანკისიდან წასული საქართველოს მოქალაქეები არ არიან გაერთიანებული. ვინ, რატომ და როგორ მიდის სირიაში? რა მიზიდულობა აქვს "ისლამურ სახელმწიფოს"? რა უნდა დაუპირისპიროს ამ გლობალურ პროცესს საქართველომ? ამ საკითხებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიიწვია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე და კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.