7 სექტემბერს გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებსა და გამოწვევებს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რეფორმები, განვითარების სტრატეგიული გეგმა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო აქტივობების მხარდაჭერა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს. 7 სექტემბერსვე გაიხსნა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელიც პრობაციონერებს უახლოეს მომავალში მიიღებს.
20 წლის იყო თემური, ციხეში ქურდობის გამო რომ აღმოჩნდა. როგორც თვითონ ამბობს, დანაშაულამდე მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ მიიყვანა. მამა პატიმარი ჰყავდა, დედა დაბალ ხელფასზე მზარეულად მუშაობდა, მოგვიანებით კი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ და იქ დარჩა საცხოვრებლად. თემურს და მის დას ბებია ზრდიდა. ორი წელი საპატიმროში გაატარა, ორწელიწად-ნახევარი კი პრობაციონერის სტატუსს ატარებდა. ის ახლა უკვე თავისუფალია. თემური რადიო თავისუფლებასთან საუბარში პრობაციონერის სტატუსით ცხოვრების ორწელიწად-ნახევრიან პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ამ ორმა წელმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ფსიქოლოგებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიცრის დახმარებით, საკუთარ თავში ბევრი რამ გადააფასა და საზოგადოებაში დაბრუნების შანსი მიეცა. ის ახლა ერთ-ერთ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაში სოციალურ მუშაკად მუშაობს. ჰყავს ცოლი და წლინახევრის შვილი.
„მე ადამიანებისათვის იმის დამტკიცება დამჭირდა, რომ არა ვარ ის ბოროტი ადამიანი, რომელმაც ერთხელ თუ ჩაიდინა დანაშული და ვიღაცას ტკივილი მიაყენა, ამას მეორედაც ჩაიდენს. მე მთელი ჩემი საქციელი ამ ხნის განმავლობაში კარგად გავაანალიზე, ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ჩემთან ერთად მუშაობდა და ძალიან მეხმარებოდა პრობაციის ჩემი ოფიცერი იმისათვის, რომ დამეძლია ის მენტალიტეტი, რომელიც ჩემში წლების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული და რის გამოც დანაშაული ჩავიდინე“, - ამბობს 25 წლის თემური.
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც თემური ესწრებოდა როგორც ყოფილი პრობაციონერი, სწორედ საქართველოს პრობაციის სისტემების მიღწევებსა და გამოწვევებს მიეძღვნა. რეფორმები, განვითარების სტრატეგიული გეგმა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო აქტივობების მხარდაჭერა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საერთაშორისო კონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს.
ოფიციალური მონაცემებით, დღესდღეობით საქართველოში 14 ათასამდე პრობაციონერია. უკანასკნელი ერთი წლის სტატისტიკური მონაცემებით, მათგან განმეორებითი დანაშაული ხუთმა პროცენტმა ჩაიდინა. როგორც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, რადგან წინა წლებში ეს რიცხვი გაცილებით დიდი იყო. მისი თქმით, მსგავსი პოზიტიური სტატისტიკა ფსიქოსოციალური პროგრამების აქტიურმა მუშაობამ გამოიწვია; ამასთანავე, განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პირობით მსჯავრდებულთა დასაქმებისთვის ხელშეწყობას:
„მიმდინარე წელს, ჩვენი სამსახურის რეკომენდაციით, უკვე დასაქმებულია 93 პრობაციონერი. ჩვენ დამსაქმებელს ვთავაზობთ პრობაციონერების იმ კატეგორიას, ვის მიმართაც არის ძალიან ნაკლები რისკი, რომ მოხდეს განმეორებითი დანაშაულის ჩადენა და არის ძალიან მაღალი მოტივაცია, რომ მათ იმუშაონ კონკრეტულ სამუშაოზე“.
დაწესებულებას, რომელიც საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა 7 სექტემბერს დაათვალიერეს, ჰქვია „ნახევარი გზა შინისაკენ“. 100 ადამიანზე გათვლილი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება განსხვავდება საპატიმროსგან. იქ არ არის გისოსები, მსჯავრდებულები ხუთ დღეს ამ დაწესებულებაში გაატარებენ, შაბათ-კვირას კი სახლში წავლენ. პირობით მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რესოციალიზაციისა და ინტეგრაციის კუთხით, ეს უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი პროექტია, ამბობს სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი:
„აქ ექნებათ სწავლის, განათლების, დასაქმების საშუალება და ეს იქნება ერთგვარი გამოცდა, თუ რამდენად არიან ისინი მზად თავისუფლებისათვის. ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ისინი საზოგადოებაში მივლენ რესოციალიზებულნი“.
მარკ სერონი, პრობაციის ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტი, საქართველოში პირველად 2 წლის წინ, 2011 წელს ჩამოვიდა. სწორედ მაშინ გახდა საქართველო პრობაციის ევროპული ორგანიზაციის წევრი. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ამ ორი წლის განმავლობაში პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, თუმცა ამ სფეროში კვლავაც რჩება გამოწვევები:
„კარგია, როცა ხედავ ახალ მიდგომებს, მსჯავრდებულებთან ახალი ტიპის ურთიერთობებს, გეგმებს, რომლებიც პრობაციონერების მიმართ უნდა განხორციელდეს. უბრალოდ, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით და ის სტრატეგია, რომელიც მათ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაისახეს, აუცილებლად შეასრულონ. ამ სტრატეგიის მიხედვით, დაგეგმილია თანამშრომელთა გადამზადება, ინფრასტრუქტურისა და ასევე საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, თქვენ დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ სწორი გზით მიდიხართ“.
რაც შეეხება საკნონმდებლო ბაზის დახვეწას, დღეს არსებული კანონმდებლობით, პირობით მსჯავრდებულის გამოსაცდელი ვადის ზედა ზღვარი 41 წელს მოიცავს. როგორც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, უკვე მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საპრობაციო ვადის ზედა ზღვარი და ის 41 წლიდან 6 წლამდე დავა.

კარგია, როცა ხედავ ახალ მიდგომებს, მსჯავრდებულებთან ახალი ტიპის ურთიერთობებს, გეგმებს, რომლებიც პრობაციონერების მიმართ უნდა განხორციელდეს. უბრალოდ, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით და ის სტრატეგია, რომელიც მათ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაისახეს, აუცილებლად შეასრულონ...მარკ სერონი