რუსული პრესა აქტიურად ეხმაურება მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას და კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, გამოსვლას. „იზვესტიაში“ მიხეილ ვიგნანსკის სტატიას ვკითხულობთ, რომელიც შეეხება ღარიბაშვილის მიერ წამოყენებულ წინადადებას, აღდგეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
ეუთოს სადამკვირვებლო მისია 2008 წლის საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შემდეგ შეწყდა. როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, სოხუმსა და ცხინვალში აღარ ჰქონდათ სურვილი მიეღოთ ისეთი სადამკვირვებლო მისია, რომლის ცენტრიც თბილისში იქნებოდა განთავსებული. თავიდან ქართველი დიპლომატები აქტიურად ლობირებდნენ ვენაში მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომელიც სამხრეთ ოსეთში სიტუაციას დააკვირდებოდა, თუმცა მოსკოვში ამ იდეას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ, ამიტომ ქართულმა მხარემ მეტი აქცენტი ეუთოს დახმარებით რეგიონში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერაზე გააკეთა.
ვიტორ დოლიძემ „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ 12-14 თებერვალს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამ საკითხზე კვლავ იმსჯელებენ. სტატიაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის კომენტარსაც წავიკითხავთ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთმა შეუძლებელია არ შეიმჩნიოს საქართველოს შეცვლილი პოზიცია მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისის აღდგენის თემაზეც.
სტატიის ბოლოს ვიგნანსკი წერს, რომ ეუთოს დამკვირვებლებს ქართულ-რუსულ საზღვარზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, და იხსენებს მისიას, რომელიც 2000-დან 2005 წლამდე მუშაობდა სასაზღვრო მიდამოებში.
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას მიუნხენში „კომერსანტიც“ შეეხო, რომელიც გიორგი დვალის სტატიას აქვეყნებს, სათაურით „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის შესახებ“. სტატიაში საუბარია პოლემიკაზე, რომელიც ღარიბაშვილის გამოსვლამ გამოიწვია საქართველოში. დვალი წერს, რომ ღარიბაშვილის გამოსვლა პოლიტიკოსთა ნაწილმა „კაპიტულაციად“ შეაფასა.
„კომერსანტს“ მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კომენტარები გამოსვლასთან დაკავშირებით. მაგალითად, სტატიაში ვკითხულობთ: გოკა გაბაშვილი ყურადღებას აჩერებს ღარიბაშვილის ფრაზაზე - „არსებობს გადაუწყვეტელი პრობლემები აფხაზებთან და ოსებთან“ და ამბობს, რომ ამით ის ეთანხმება რუსულ პოლიტიკას, თითქოს ეს ყველაფერი საქართველოს შიგნით არსებული ეთნიკური კონფლიქტები იყოს და არა რუსული აგრესიაო.
მიუნხენის კონფერენციას ეხება კიდევ ერთი რუსული გამოცემა, „არგუმენტი ი ფაქტი“, რომელიც ამჯერად არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე, არამედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტზე წერს. „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებული სტატია შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ჩავიდეს მიუნხენში, შეხვდეს უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს და მხარი დაუჭიროს უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას.