Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მძლეოსნები მონაწილეობას ვერ მიიღებენ საერთაშორისო ასპარეზობებში


რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას დროებით აეკრძალა მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში - მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში - დოპინგის სისტემატურ ხმარებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო. მონაკოში გამართულ საგანგებო სხდომაზე, 22 ხმით ერთის წინააღმდეგ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ, რომელმაც გაითვალისწინა საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს შესაბამისი რეკომენდაცია. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა სებასტიან კოუმ განაცხადა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა უნდა გამოგვაფხიზლოსო. ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში წარსულში ცნობილმა მორბენალმა დასძინა, ჩვენი სახეობა სამარცხვინო მდგომარეობაშია და ძირფესვიან გარდაქმნას საჭიროებსო. რუსეთის სპორტის მინისტრის, ვიტალი მუტკოს თქმით, დისკვალიფიკაცია დროებითია და პრობლემა მოუგვარებელი არ არის. პარასკევს გამართულ კენჭისყრაში მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს რუს წევრს მონაწილეობა არ მიუღია.

XS
SM
MD
LG