Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური სცენა და თამაშის წესები


ალექსი პეტრიაშვილი, გიორგი კანდელაკი
ალექსი პეტრიაშვილი, გიორგი კანდელაკი
დღვანდელ სადისკუსიო მაგიდასთან საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ გამოკვეთილ რამდენიმე მთავარ მესიჯზე, კერძოდ სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიაზე ვსაუბრობთ. ”პრეზიდენტ ობამას განცხადება თავისუფალი არჩევნების შესახებ, ჩემთვის პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნასა და ნაციონალური სატელევიზიო არხებით ამომრჩევლისთვის ოპოზიციური პარტიების გაცნობის ხელშეწყობასაც ნიშნავს”, - მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს დისკუსიის მონაწილის, პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის ერთ-ერთი მოსაზრება. მას ოპონირებას რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი უწევს.



პოლიტიკური სცენა და თამაშის წესები
please wait

No media source currently available

0:00 0:11:58 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG