უკვე ცნობილია კომისიის შემადგენლობა, რომელმაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტება უნდა უზრუნველყოს. საქართველოს პრეზიდენტის 15 ნოემბრის ბრძანებულებით, შეიქმნა 21-წევრიანი კომისია, რომელმაც მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის სიები 1012 წლის 1 ივლისამდე უნდა დააზუსტოს. არჩევნებზე დამკვირვებელმა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „სამართლიანმა არჩევნებმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ – უარი განაცხადეს კომისიაში მონაწილეობაზე. რა არგუმენტები აქვს მას, ვინც დასთანხმდა და რა არგუმენტები მას, ვინც უარი თქვა? როგორ შეიძლება მოგვარდეს მუდმივად მოუგვარებელი პრობლემა არჩევნების დროს? ვინ რა პასუხისმგებლობას იღებს და ვინ შეიძლება იყოს ახლად შექმნილი კომისიის თავმჯდომარე?.. ამ პრობლემებზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან ”მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე და ორგანიზაცია ”თავისუფალი არჩევნების” თავმჯდომარე ნინო ლომჯარია. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1