Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ფინანსდება ბათუმის კინოფესტივალი?


ათი წელია, ყოველ შემოდგომაზე ბათუმში იმართება საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც პარტნიორობას უწევს ქალაქის მერია. ბათუმის მერია და საკრებულო ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში შეთანხმდნენ წლევანდელი ფესტივალის 200 ათასი ლარით დაფინანსებაზე. გადაწყვეტილების მიღებიდან სამ თვეში საკრებულოს წევრთა ერთი ნაწილი კინოფესტივალისთვის განკუთვნილი თანხის ხარჯვით დაინტერესდა, რამაც მეორე ნაწილს აღუძრა ორგანიზატორებზე ზეწოლის ეჭვი. თავად კინოფესტივალის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც განმარტეს, რომ საკრებულოში გამოთქმული ინტერესის შესახებ მედიასაშუალებებით შეიტყვეს და მზად არიან შეხვედრისთვის, რომელსაც მხოლოდ მათი წინასწარ ინფორმირება დასჭირდება.

ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსება
please wait

No media source currently available

0:00 0:04:15 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG