Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფინანსირების სესხების გავლენა ეროვნულ ვალუტაზე


საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, ვარდნას განაგრძობს. პროცესის მოთოკვის მიზნით ერვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებს, ხარჯავს უცხოური ვალუტის მარაგს, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. ეროვნულ ბანკს აქვს მონეტარული პოლიტიკის წარმოების სხვა მექანიზმებიც, მათ შორის არის ე. წ. რეფინანსირების სესხები. როგორ იყენებს მას საბანკო სექტორი და რა გავლენას ახდენს ის ლარის ვარდნის პროცესზე?

საქართველოს ეროვნული ვალუტა განაგრძობს გაუფასურებას აშშ დოლართან მიმართებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 13 თეთრი ღირდა, დღევანდელი მდგომარეობით კი, მისი ფასი 2 ლარი და 48 თეთრია. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები არ გაუარესებულა და ლარის ვარდნაც დროებითია. ლარის გაუფასურებას ერთჯერად ტრანზაქციებს უკავშირებს ეროვნული ბანკიც. სწორედ ამ არაფუნდამენტურ მიზეზებზე რეაგირებად მიიჩნევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იმ სავალუტო ინტერვენციებს, რომელიც ბოლო დროს ხორციელდება.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG