Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტროფიზიკოსი მაია თოდუა იმის შესახებ, თუ რა უნდა ვიცოდეთ 21 აგვისტოს „არაჩვეულებრივ სანახაობაზე“


ასტროფიზიკოსი მაია თოდუა
ასტროფიზიკოსი მაია თოდუა

21 აგვისტოს, პირველად თითქმის ასწლიან პერიოდში, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე - დიაგონალურად, დასავლეთის სანაპიროდან აღმოსავლეთის სანაპირომდე - შესაძლებელი იქნება მზის სრული დაბნელების ხილვა. როგორც ამბობენ, აქამდე არასოდეს ყოფილან მეცნიერები ასე კარგად მომზადებული მოვლენაზე დასაკვირვებლად, მის შესასწავლად, არასოდეს ყოფილა მზის დაბნელების მიმართ ასეთი მასობრივი ინტერესი და, სავარაუდოდ, არც კომერციული სამზადისი. შეერთებულ შტატებში მილიონობით სპეციალური სათვალე გაიყიდა და იყიდება. 21 აგვისტოს ბევრ სკოლაში სწავლა შეწყდება და მუზეუმებში, პარკებში, უნივერსიტეტებში, სტადიონებზე გაიმართება შეხვედრები, ზეიმები იშვიათი სანახაობით ერთად დასატკბობად. დანარჩენ დაინტერესებულ პირებს კი გვექნება შესაძლებლობა, ინტერნეტში, აშშ-ის კოსმოსური კვლევის სააგენტო „ნასას“ საიტზე, ვადევნოთ თვალი მზის სრულ დაბნელებას. იმის გასარკვევად, თუ რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, ინტერვიუს თხოვნით დავუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორს, მაია თოდუას.

XS
SM
MD
LG