Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ღირს ახალი წელი?


თბილისის ერთ-ერთი ბაზრის დახლი
თბილისის ერთ-ერთი ბაზრის დახლი

თბილისში წინასაახალწლოდ ბაზრობების ირგვლივ ყოველთვის ხერგილებია. წინასაახალწლო ვაჭრობა 31 დეკემბრამდე, ასე, 1 კვირით ადრე იწყება, როცა ოჯახები სადღესასწაულო სუფრისთვის პროდუქტს იმარაგებენ. თუმცა რამდენად ხელმისაწვდომია სურსათი წელს? როგორ შეიცვალა მდგომარეობა, გასულ წელთან შედარებით?

რა ღირს ახალი წელი?
please wait

No media source currently available

0:00 0:03:35 0:00
გადმოწერა

დეზერტირების ბაზარში ხალხმრავლობაა. 31 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე აქ მოვაჭრეები მყიდველებთან ერთად ემზადებიან ახალი წლისთვის. პროდუქტი ჩვეულებრივ იყიდება, მაგრამ ასეთ დროს, როგორც გამყიდველები ამბობენ, მეტია მოთხოვნა ინდაურზე, ნიგოზზე, ყველზე, ჩურჩხელებსა და ხილზე, თუმცა იქვე დასძენენ, რომ კლიენტები, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად შეუმცირდათ.

მურმან ქიმუცაძე სოფელ ბანძაში ინდაურებს ზრდის და გასაყიდად თბილისში ჩამოაქვს. ამბობს, რომ წელს ფასის შემცირება მოუხდა, რადგან მყიდველი უფრო და უფრო ნაკლებია:

„შარშან უკეთესი იყო, ვიდრე წელს. დღეს, მაგალითად, სულ 6 გავყიდე“.

ცოტა შემოდის და გაძვირდა. რაც კარგია, რუსეთში მიაქვთ. შარშან უკეთ ვმუშაობდით. ახლა, სუპერმარკეტები რომ იხსნება, გლეხისთვის უფრო გართულდა ვაჭრობა. აქ აღარ დადიან. ტალახია, ცივა...
თამილა წულაია

იმავეზე წუხან ყველის გამყიდველები. ამბობენ, რომ, თუ გასულ წელს დღეში ასეთ დროს 100-150 კილოგრამ ყველს ყიდდნენ, წელს წინასაახალწლოდ რამდენიმე ათეულ კილოგრამს ძლივს აღწევენ:

„ალბათ, ხაჭაპურის გამოცხობა ფუფუნება ჰგონიათ. ძალიან შემცირდა მყიდველების რაოდენობა“.

მოვაჭრეების ნაწილი, რომელიც პროდუქტს ჯერ ყიდულობს და შემდეგ ყიდის, ამბობს, რომ მათი მდგომარეობა ლარის გაუფასურებამ გააუარესა. მყიდველების შემცირებას სუპერმარკეტებსაც აბრალებენ. თამილა წულაია ბაზარში ფორთოხალსა და მანდარინს ყიდის. კილოგრამ მანდარინს ორლარ-ნახევრად აფასებს და ამბობს, რომ გასაყიდად საქონლის შეძენა უფრო და უფრო რთულდება:

„ცოტა შემოდის და გაძვირდა. რაც კარგია, რუსეთში მიაქვთ. შარშან უკეთ ვმუშაობდით. ახლა, სუპერმარკეტები რომ იხსნება, გლეხისთვის უფრო გართულდა ვაჭრობა. აქ აღარ დადიან. ტალახია, ცივა...“

რაც მე ბაზარში ვმუშაობ, ასე იაფი არასდროს არაფერი ყოფილაო.
მურთაზ ჯანჯღავა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის დეკემბრისთვის ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და ტრანსპორტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, 8,7 პროცენტით, ხოლო რძის პროდუქტებზე, კვერცხსა და ყველზე - 3 პროცენტით.

საქართველოს სამომხმარებლო კალათის თითქმის ერთ მესამედს კი სწორედ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები შეადგენს.

ბაზარში ყველაზე მეტად სწორედ ფასების ზრდაზე წუხან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის ამ კუთხით მდგომარეობა არ გაუარესებულა:

„რაც მე ბაზარში ვმუშაობ, ასე იაფი არასდროს არაფერი ყოფილაო“, ამბობს მურთაზ ჯანჯღავა, რომელიც დეზერტირების ბაზარში სოკოს ყიდის. მისი თქმით, სოკო, შარშანდელთან შედარებით, გაიაფდა.

მოვაჭრეთა უმეტესობისთვის წინასაახალწლოდ წუხილის უმთავრესი მიზეზი მაინც კლიენტის ნაკლებობა და ფასების მომატებაა. მათი თქმით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბაზარში პროდუქტის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

XS
SM
MD
LG