იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება წინასაარჩევნო პერიოდში თვალი ადევნოს ქართული ტელეარხების ეთერს, არასამთავრობოთა კოალიციამ – ”ეს შენ გეხება” – პარლამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ე.წ. Must carry-ს ანიჭებენ. დღეს, 13 ივნისს, კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენელთა მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ must carry-ისა და must offer-ის პრინციპების დანერგვას საქართველოში, 12 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიიდან 11 მხარს უჭერს, ანუ ყველა, ”ნაციონალური მოძრაობის” გარდა. რას გულისხმობს must carry-ი და must offer-ი; რატომ არის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემა არჩევნების წინ; რატომ ეწინააღმდეგება მას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი; რა ითქვა ბოლო შეხვედრაზე პარლამენტში და რას ელიან საინიციატივო ჯგუფის წევრები კიდევ ერთი შეხვედრიდან რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს?.. ამ პრობლემებზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედიაანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1