Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხელი ფერმერები მოსავალს შესაბამის პირობებში ვერ ინახავენ


ოფიციალური მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მაღალი სტანდარტების მიხედვით ამ დროისათვის მხოლოდ ორი სასაწყობე მეურნეობა ფუნქციონირებს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, სამომავლოდ კიდევ ორი საწყობის აშენება იგეგმება, მანამდე კი ადგილობრივ ფერმერებს აღებული მოსავლის ნაწილის გადაყრა უწევთ.

თამაზ კაკაჩიშვილმა მოსავალი წელსაც ავარიულ საწყობში დააბინავა. შენობაში წვიმის დროს წყალი ჩადის, რის გამოც ფერმერი იძულებულია კომბოსტო მცირე ფართობზე დაასაწყობოს, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურის ნაადრევ ლპობას იწვევს.

თამაზ კაკაჩიშვილისგან განსხვავებით, ნოდარ სამარჯიშვილი მოსავალს ახალ, თანამედროვე ტიპის, საწყობში ინახავს. "აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოს დახმარებით, სამაცივრე მეურნეობა 20 კვადრატულ მეტრზე მოაწყო. ნოდარ სამარჯიშვილის თქმით, აქ ტემპერატურული ნორმებისა და ტენიანობის რეგულირება შესაძლებელია და ამიტომ ფერმერი პროდუქტს გაზაფხულამდე უდანაკარგოდ ინახავს.

ჩვენს მხარეში მაღალი დონის საწყობების რიცხვი მინიმალურია, – აცხადებს ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის კონსულტანტი. პავლე გიქოშვილის თქმით, სასაწყობე მეურნეობის როლი ფერმერულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სარეალიზაციო ბაზარი არასტაბილურია, მისაღები ფასის ლოდინში მოსავლის დანაკარგი მაღალია.

სახელმწიფო ფერმერებს სასაწყობე მეურნეობების ჩამოყალიბებაში ორი კომპონენტით ეხმარება. ასეთ ინიციატივებს მთავრობა შეღავათიანი აგროკრედიტისა და პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე განმარტავს, რომ სახელმწიფო ფერმერებს გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს.

ოფიციალური მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მაღალი სტანდარტების მიხედვით ამ დროისათვის ორი სასაწყობე მეურნეობა სოფელ წნისსა და ვალეში ფუნქციონირებს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, სამომავლოდ კიდევ ორი საწყობი აშენდება.

XS
SM
MD
LG