2018 წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ბოლო სამ თვეში, სამშენებლო სექტორში დაიღუპა 8 ადამიანი, სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ემსხვერპლა 7 ადამიანი. ბოლო უბედური შემთხვევა მოხდა 5 აპრილს, ღამის 4 საათზე, ტყიბულის მინდელის მაღაროში. წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. „სამთო დარტყმის“ შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი.
მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევების არასრული სია:
2010 წლის 4 მარტს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქების შედეგად, 4 მაღაროელი დაიღუპა
2010 წლის 27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა.
2011 წელს, 6 ნოემბერს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის მაღაროში, წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 2 მაღაროელი დაიღუპა.
2011 წლის 22 იანვარს, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი მაღაროელი და ოთხი მძიმედ დაშავდა.
2013 წლის 13 ოქტომბერს, მინდელის შახტში, მიკროსამთო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
2015 წლის თებერვალში, ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე 1 მუშა დაიღუპა.
2016 წელს, ოქტომბერში, მინდელის მაღაროში 1 გარდაცვლილი მუშა იპოვეს.
2017 წელს, 7 მაისს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის გაწყვეტის გამო.
2018 წელი, 5 აპრილი, მინდელის მაღაროში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მეშახტე.