ქართული მედია მას „პანკისელ მამლუქს“ უწოდებს, დასავლეთის პრესა კი სირიაში მებრძოლი „ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პარტიზანული დანაყოფის“ მეთაურად მოიხსენიებს. თარხან ბათირაშვილის რაზმი ექსტრემისტულ ნორმებს აწესებს სირიის იმ არეალებში, რომელთაც ის აკონტროლებს, ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს და აკავებს აქტივისტებს, - წერდა გასული წლის ნოემბრის ბოლოს ავტორიტეტული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ვრცელ სტატიაში, რომელშიც ლაპარაკია ერთ დროს საქართველოს არმიის სადაზვერვო დანაყოფის მებრძოლზე, ამჟამად სირიაში ისლამისტ მეამბოხეთა რაზმის მეთაურ თარხან ბათირაშვილზე.
თუმცა, მისი მეგობრების თქმით, თარხანის ბედი შესაძლოა სხვაგვარადაც განვითარებულიყო, რომ არა ბედის უკუღმართობა, რამაც ერთ დროს ძალიან უნარიანი და მამაცი ჯარისკაცი ჯერ ციხის კარებამდე მიიყვანა, შემდეგ კი სამოქალაქო ომში ჩაძირულ შორეულ სირიაში ჩასვლისაკენ უბიძგა.
„საქართველოსთვის გულანთებული ბიჭის“ საღვთო ომი
თარხან ბათირაშვილს კარგად იცნობს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის „რეინჯერთა“ ბატალიონის ყოფილი მეთაური მაიორი ლევან ამირიძე, რომელსაც დაზვერვის დანაყოფში მასთან ერთად მოუწია სამხედრო ამოცანების შესრულება:
„რა ვიცი, წარმატებული, კეთილსინდისიერი ჯარისკაცი იყო. სერჟანტი იყო და მსახურობდა ოფიცრის თანამდებობაზე, კაპიტნის თანამდებობაზე იყო. რა ვიცი, ამ ქვეყნისთვის (საქართველოსთვის) გულანთებული ბიჭი იყო. სხვათა შორის, 2008 წლის ომში ღებულობდა მონაწილეობას და საკმაოდ კარგად ართმევდა თავის ფუნქციონალურ მოვალეობებს თავს. მერე მოხდა ისე, რომ რაღაც შეუთითხნეს საქმე, თითქოს იარაღის უკანონო შეძენას და პანკისის ხეობიდან მათ ვიღაც „ბოევიკებისა“ და ჩეჩნური დაჯგუფებებისათვის გადაცემას აწარმოებდა“.
მიხელ სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეში მოხვდა ასევე მაიორი ლევან ამირიძე, რომელიც ერთ-ერთი ძირითად ბრალდებული იყო „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე და თბილისის სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლევან ამირიძე 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლდა ციხიდან და მოეხსნა ნასამართლეობა, თუმცა მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა და დღემდე უმუშევარია.
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა თარხან ბათირაშვილი. 2012 წელს 16- თვიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმროდან განთავისუფლებული თარხან ბათირაშვილისათვის, წარსული დამსახურების მიუხედავად, ოფიციალური სტრუქტურებისკენ ყველა გზა მოჭრილი აღმოჩნდა და ამიტომ, როდესაც გარკვეულმა შუამავლებმა უმუშევრად დარჩენილ პროფესიონალ სამხედრო მზვერავს სირიაში ბაშარ ასადის წინააღმდეგ მიმდინარე „საღვთო ომში“ წასვლა შესთავაზეს, გამოცდილ ჯარისკაცს ბევრი აღარ უფიქრია.
„აქედან გამომდინარე, ალბათ, თარხანმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამშობლოში, ალბათ, არავის არ სჭირდებოდა, ვერ ნახა, ვერ მოახდინა თავისი თავის რეალიზება და წავიდა იმ ქვეყანაში, სადაც დასჭირდათ ასეთი მეომარი და იბრძვის სხვა ქვეყნის გულისთვის. უამრავი ასეთი ქართველი სამხედრო არსებობს, რომელიც გასულია ქვეყნის გარეთ და უამრავი ოფიცერია, რომელიც სახელმწიფომ ვერ გამოიყენა სწორად და მსახურობენ სხვადასხვა ქვეყნის სამსახურში“.
სირიის გარეშეც საშიში ექსტრემიზმის ბაცილა
ლევან ამირიძე ლაპარაკობს ძირითადად იმ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ჯერ ერაყში და ახლა კი ავღანეთში აშშ-ის ე.წ. უსაფრთხოების მოიჯარე ფირმებში მსახურობენ. რაც შეეხება სირიას, იქ მიმდინარე სამოქალაქო ომში სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ საქართველოდან, ქისტებით კომპაქტურად დასახლებული პანკისის ხეობიდან, რამდენიმე ათეული ადამიანი უნდა იბრძოდეს. თარხან ბათირაშვილი მათ შორის ყველაზე მაღალი რანგის საველე მეთაურია, თუმცა, ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის ხელთ არსებული ინფორმაციით, სირიაში სხვა, უფრო დაბალი დონის, მეთაურებიც იბრძვიან:
„გარდა ამისა, იქ არის შედარებით რანგით უფრო დაბალი კიდევ ორი საველე მეთაური - რუსლან მაჩალიკაშვილი და მუსლიმ მარგოშვილი. ისინიც მეთაურები არიან. [სირიაში მოქმედ] საქართველოს 50 მოქალაქეს შორის სამი საველე მეთაური გამოდის“.
მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ ინფორმაციას, რომელიც სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, დასავლური მედიასაშუალებების გარდა, ჯიჰადისტური საინფორმაციო წყაროებითა და ასევე სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, შესაბამის სტრუქტურებშიც ფლობენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღემდე არ გაუკეთებია ოფიციალური განმარტება იმაზე, თუ როგორ ხვდებიან სირიაში დაქირავებულ მებრძოლებად საქართველოს მოქალაქეები, არის თუ არა მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და რა ელოდება მათი უკან დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს და, კერძოდ, პანკისის ხეობას, რომელიც, 2001 წელს რუსლან გელაევის რაზმის რეიდით დაწყებული და 2012 წლის აგვისტოს ლაფანყურის „სისხლიანი სპეცოპერაციით“ დასრულებული, არაერთხელ გამხდარა უცხო ქვეყნების, პირველ ყოვლისა, რუსეთის და, ასევე, საქართველოს სპეცსამსახურების არაერთი საშიში ექსპერიმენტის პოლიგონი.
„მე არ ვიცი, ისინი რა განწყობით დაბრუნდებიან უკან, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული ხიფათი იმისა, რომ ის ბაცილა, რასაც ჰქვია ზოგან სალაფიზმი და ზოგან ვახაბიზმი, ეს ბაცილა ნელ-ნელა მყარად იკიდებს ფეხს კავკასიაში და, განსაკუთრებით, სამხერთ კავკასიაში ყოველგვარი სირიის გარეშე. ეს ფაქტია და ამას რომ ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა, ესეც ფაქტია“, ამბობს მამუკა არეშიძე.
პანკისელთა საფიქრალი
პანკისის ხეობამ, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის კონტექსტში,
ერთხელ, 2012 წლის აგვისტოში, უკვე მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება. მაშინ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა სირიაში მეჩეთის დაბომბვის დროს დაღუპული ჩეჩენთა ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული საველე მეთაურის, რუსლან გელაევის შვილის, რუსტამის, პანკისის ხეობაში საიდუმლოდ დაკრძალვის შესახებ. საქართველოში მიმდინარე დაძაბული წინასაარჩევნო დაპირისპირების ფონზე, ეს ინფორმაცია იმხანად შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა სირიის კონტექსტში პანკისის ხეობის ხსენებასა და დაუსრულებელ სამოქალაქო ომში ქისტების მონაწილეობას შეშფოთებით აღიქვამენ ხეობის მოსახლეობაში:
“ისევ და ისევ ვამბობ, რომ როდესაც ერი არის ძალიან მცირერიცხოვანი, ჩვენთვის ისეთი კარგი მეომარი, როგორიც არის ომარ ალ შიშანი, მისი სიცოცხლე, ალბათ, ფასეულია, როდესაც აქ შენი სამშობლოს დასაცავად არის საჭირო ნებისმიერ წუთს და, ამდენად, მე არ მივესალმები პანკისელი ქისტების სირიის კონფლიქტში ჩაბმას. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მოსახლეობის უმრავლესობის აზრიც ასეთი გახლავთ“.
კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც უფლებადამცველი და თავადაც ქისტი, მექა ხანგოშვილი, არ მიესალმება სირიაში პანკისელი ქისტების მონაწილეობას, არის ის, რომ სხვადასხვა ბანაკში მყოფი მუსლიმები ერთმანეთის სისხლს ღვრიან. ბოლო ცნობებით, სირიაში ერთმანეთს არა მხოლოდ სირიის მთავრობისა და ოპოზიციის, არამედ ერთ დროს ოპოზიცის მხარეზე მებრძოლი ულტრარადიკალური და ზომიერი ფრთის მებრძოლებიც კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ.
ჩრდილოეთ სირიაში განვლილი კვირის განმავლობაში დაიღუპა 500-მდე ადამიანი, ალ-ყაიდის მოკავშირე ისლამისტ ექსტრემისტებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებების შედეგად. ბრძოლა დაიწყო გასულ პარასკევს, როცა მეამბოხეების რამდენიმე ჯგუფი გაერთიანდა ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების ბაზებზე იერიშის მისატანად. ეს შეტაკებები მიჩნეულია ყველაზე სერიოზულ დაპირისპირებად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეებს შორის მას შემდეგ, რაც, ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ, სირიაში კონფლიქტი დაიწყო.
სწორედ სადღაც იქ, ალეპოსთან, უნდა იბრძოდეს პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ჯარისკაცი იყო, ახლა კი სირიის ექსტრემისტულ დაჯგუფებებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე რაზმს ხელმძღვანელობს. და რამდენადაც ტრაგიკული უნდა იყოს მისი ისტორია, თარხან ბათირაშვილმა გადააბიჯა სახიფათო მიჯნას და სამუდამოდ მოიჭრა უკან - საქართველოში, პანკისის ხეობაში, თავის თანამებრძოლებთან და ნათესავებთან - დასაბრუნებელი გზა.
თუმცა, მისი მეგობრების თქმით, თარხანის ბედი შესაძლოა სხვაგვარადაც განვითარებულიყო, რომ არა ბედის უკუღმართობა, რამაც ერთ დროს ძალიან უნარიანი და მამაცი ჯარისკაცი ჯერ ციხის კარებამდე მიიყვანა, შემდეგ კი სამოქალაქო ომში ჩაძირულ შორეულ სირიაში ჩასვლისაკენ უბიძგა.
„საქართველოსთვის გულანთებული ბიჭის“ საღვთო ომი
თარხან ბათირაშვილს კარგად იცნობს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის „რეინჯერთა“ ბატალიონის ყოფილი მეთაური მაიორი ლევან ამირიძე, რომელსაც დაზვერვის დანაყოფში მასთან ერთად მოუწია სამხედრო ამოცანების შესრულება:
„რა ვიცი, წარმატებული, კეთილსინდისიერი ჯარისკაცი იყო. სერჟანტი იყო და მსახურობდა ოფიცრის თანამდებობაზე, კაპიტნის თანამდებობაზე იყო. რა ვიცი, ამ ქვეყნისთვის (საქართველოსთვის) გულანთებული ბიჭი იყო. სხვათა შორის, 2008 წლის ომში ღებულობდა მონაწილეობას და საკმაოდ კარგად ართმევდა თავის ფუნქციონალურ მოვალეობებს თავს. მერე მოხდა ისე, რომ რაღაც შეუთითხნეს საქმე, თითქოს იარაღის უკანონო შეძენას და პანკისის ხეობიდან მათ ვიღაც „ბოევიკებისა“ და ჩეჩნური დაჯგუფებებისათვის გადაცემას აწარმოებდა“.
მიხელ სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეში მოხვდა ასევე მაიორი ლევან ამირიძე, რომელიც ერთ-ერთი ძირითად ბრალდებული იყო „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე და თბილისის სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლევან ამირიძე 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლდა ციხიდან და მოეხსნა ნასამართლეობა, თუმცა მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა და დღემდე უმუშევარია.
აქედან გამომდინარე, ალბათ, თარხანმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამშობლოში, ალბათ, არავის არ სჭირდებოდა, ვერ ნახა, ვერ მოახდინა თავისი თავის რეალიზება და წავიდა იმ ქვეყანაში, სადაც დასჭირდათ ასეთი მეომარი და იბრძვის სხვა ქვეყნის გულისთვის. უამრავი ასეთი ქართველი სამხედრო არსებობს...
„აქედან გამომდინარე, ალბათ, თარხანმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამშობლოში, ალბათ, არავის არ სჭირდებოდა, ვერ ნახა, ვერ მოახდინა თავისი თავის რეალიზება და წავიდა იმ ქვეყანაში, სადაც დასჭირდათ ასეთი მეომარი და იბრძვის სხვა ქვეყნის გულისთვის. უამრავი ასეთი ქართველი სამხედრო არსებობს, რომელიც გასულია ქვეყნის გარეთ და უამრავი ოფიცერია, რომელიც სახელმწიფომ ვერ გამოიყენა სწორად და მსახურობენ სხვადასხვა ქვეყნის სამსახურში“.
სირიის გარეშეც საშიში ექსტრემიზმის ბაცილა
ლევან ამირიძე ლაპარაკობს ძირითადად იმ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ჯერ ერაყში და ახლა კი ავღანეთში აშშ-ის ე.წ. უსაფრთხოების მოიჯარე ფირმებში მსახურობენ. რაც შეეხება სირიას, იქ მიმდინარე სამოქალაქო ომში სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ საქართველოდან, ქისტებით კომპაქტურად დასახლებული პანკისის ხეობიდან, რამდენიმე ათეული ადამიანი უნდა იბრძოდეს. თარხან ბათირაშვილი მათ შორის ყველაზე მაღალი რანგის საველე მეთაურია, თუმცა, ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის ხელთ არსებული ინფორმაციით, სირიაში სხვა, უფრო დაბალი დონის, მეთაურებიც იბრძვიან:
„გარდა ამისა, იქ არის შედარებით რანგით უფრო დაბალი კიდევ ორი საველე მეთაური - რუსლან მაჩალიკაშვილი და მუსლიმ მარგოშვილი. ისინიც მეთაურები არიან. [სირიაში მოქმედ] საქართველოს 50 მოქალაქეს შორის სამი საველე მეთაური გამოდის“.
მე არ ვიცი, ისინი რა განწყობით დაბრუნდებიან უკან, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული ხიფათი იმისა, რომ ის ბაცილა, რასაც ჰქვია ზოგან სალაფიზმი და ზოგან ვახაბიზმი...მამუკა არეშიძე
„მე არ ვიცი, ისინი რა განწყობით დაბრუნდებიან უკან, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული ხიფათი იმისა, რომ ის ბაცილა, რასაც ჰქვია ზოგან სალაფიზმი და ზოგან ვახაბიზმი, ეს ბაცილა ნელ-ნელა მყარად იკიდებს ფეხს კავკასიაში და, განსაკუთრებით, სამხერთ კავკასიაში ყოველგვარი სირიის გარეშე. ეს ფაქტია და ამას რომ ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა, ესეც ფაქტია“, ამბობს მამუკა არეშიძე.
პანკისელთა საფიქრალი
ისევ და ისევ ვამბობ, რომ როდესაც ერი არის ძალიან მცირერიცხოვანი, ჩვენთვის ისეთი კარგი მეომარი, როგორიც არის ომარ ალ შიშანი, მისი სიცოცხლე, ალბათ, ფასეულია, როდესაც აქ შენი სამშობლოს დასაცავად არის საჭირო ნებისმიერ წუთს და, ამდენად, მე არ მივესალმები პანკისელი ქისტების სირიის კონფლიქტში ჩაბმას...