საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონი ერთი თვის შემდეგ მეორედ გაემგზავრება ავღანეთში. ქვედანაყოფის ავღანეთში ჩასვლის ზუსტი დრო გასაიდუმლოებულია. თანაც, ბატალიონს ელოდება ე.წ. გადასროლისწინა ერთთვიანი გადამზადება გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე. მეორედ მიდის ავღანეთში კაპრალი კარლო მშვენიერაძე, რომელიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია.
კაპრალი მშვენიერაძე: მე მაქვს უმწიკვლო სამხედრო სამსახურისათვის მესამე ხარისხის ჯილდო და მაქვს ჯილდო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის.
რადიო თავისუფლება: ასეთ საბრძოლო რეიდებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?
კაპრალი მშვენიერაძე: კი, ავღანეთში ყოფნის დროს.
რადიო თავისუფლება: და ხშირია ასეთი რეიდები?
კაპრალი მშვენიერაძე : პატრულირებისას თითქმის ყოველთვის გიწევს, რადგან იქ სამშვიდობო მისიაა, მაგრამ საბრძოლო დავალების შესრულება გიწევს.
ხსოვნის კუთხე ბაზა “ შუკვანზე“
ასეთი საბრძოლო დავალების დროს დაიღუპნენ 2011 წელს, ექვსთვიანი მივლინების დროს, 33-ე ბატალიონის ჯარისკაცები - უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე, რიგითი გია გოგუაძე და სერჟანტი რეზო ბერიძე. ქვედანაყოფის ჯარისკაცები სათუთად ინახავენ თანამებრძოლების ხსოვნას. ბატალიონის უფროსი სერჟანტის რამაზ ნადიბაიძის თქმით, სპეციალური ხსოვნის კუთხე აქვთ მოწყობილი ჰელმანდში განლაგებულ ქართველ მშვიდობისდამცველთა მთავარ ბაზა „შუკვანზე“, რომელიც ავღანეთში პირველად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ლეიტენანტ მუხრან შუკვანის სახელს ატარებს.
„მარტო ჩვენი ბატალიონი კი არა, მთლიანად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვინც მსახურობს, თითოეული სამხედრო მოსამსახურე სცემს იმათ ოჯახებს პატივს. ასევე, მათი დაბადების დღეები იქნება, მათი დაღუპვის დღე იქნება თუ მათ ოჯახებს რამე გაუჭირდებათ, ყოველთვის მათ გვერდზე ვართ. ასევე, ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების მემორიალი გვაქვს გაკეთებული ავღანეთში, ყველას სურათია დაკიდებული და სანთლები ანთია იმათი ხსოვნის პატივისცემად.“
„ქართველი ტყვიას „უსამართლოდ არ ისვრის“
სამხედრო ამოცანის შესასრულებლად მიმავალი ჯარისკაცები არ მინდა დავამძიმო დაღუპულ მებრძოლებზე ლაპარაკით. ამიტომ ქართველ სამხედროებთან საუბარს ავღანელებთან მათ ურთიერთობებზე განვაგრძობ. მახსენდება ამას წინათ ნატოს შტაბბინაში გაცნობილი ერთ-ერთი ავღანელი ჟურნალისტის გაოცება, როცა გაიგო, ჩემგან პირველად, რომ ავღანეთში 1600-მდე ქართველი ჯარისკაცი იცავს მათი ქვეყნის მშვიდობას და უსაფრთხოებას. სერჟანტი ნადიბაიძე მიმტკიცებს, რომ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის მოსახლეობა საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს და პატივს სცემს მათ მიწა-წყალზე მყოფ ქართველ ჯარისკაცებს:
„როგორც ქართველებს, პატივსა გვცემენ, რადგან თავიდანვე იციან, რომ ქართველები მებრძოლები არიან, ზოგადად იციან ჩვენი ისტორია, თუ რა კულტურა გვაქვს და რა სამშობლო გვაქვს. ამას პატივს სცემენ. გვიყურებენ როგორც მშვიდობისდამცველებს. უსამართლოდ ქართველი ტყვიას არ გაისვრის. არ ყოფილა შემთხვევა, რომ უსამართლოდ ტყვია გაესროლა. თუ დარწმუნებული არ ვიყავით, რომ მავანი თალიბანის მებრძოლი იყო, იმის მიმართ ჩვენ ცეცხლს არ ვხსნიდით“.
ძალიან ღირსეული პასუხია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ავღანეთში ყველა არ მიიჩნევს ქართველ ჯარისკაცებს მშვიდობისდამცველებად. 3 წლის განმავლობაში, რაც ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ (ISAF) ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცები იმყოფებიან, იქ უკვე 18 ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე დაინვალიდდა. ამას ჩემთვის ვფიქრობ ხმამაღლა, თუმცა ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება ბრძოლის ველზე, როცა წამები წყვეტს ყველაფერს, ანდა როგორ უნდა გაარჩიოს ჯარისკაცმა ასიმეტრიულ შეიარაღებულ კონფლიქტში, სადაც ნებისმიერი უცხო ადამიანისგან შეიძლება მოდიოდეს სასიკვდილო საფრთხე, თუ ვისთან აქვს საქმე - თალიბანის, ალ ყაიდის თუ კიდევ რომელიმე სხვა ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენელთან. ამ თემაზე საუბარს 33-ე ბატალიონის დაზვერვის ჯგუფის უფროს, კაპიტან ვეფხვია ლომიძესთან განვაგრძობ, რომელიც ავღანეთამდე სამშვიდობო მისიით ერაყში იმყოფებოდა
ერაყთან შედარებით, ავღანეთი უფრო სახიფათოა
„ავღანეთში, ერაყთან შედარებით, უფრო რთულია ოპერაციის შესრულება, იქიდან გამომდინარე, რომ იქ, სადაც ჩვენ ვმოქმედებთ, ადგილობრივი ხელისუფლება არ იყო. ეს ერთი პრობლემაა, რადგან ვერ ვამყარებდით ისეთ პირებთან ურთიერთობას, რომელსაც შეეძლო სოფელში დაგვხმარებოდა რაიმე პრობლემის გადაწყვეტაში. ერაყში კი სოფლებს ჰყავდათ ე.წ. შეიხები, რომლებიც იმ სოფლის სიტუაციას თითქმის აკონტროლებდნენ და მათთან ურთიერთობა ჩვენთვისაც სასარგებლო იყო კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის დროს. ავღანეთში კი ასეთი რამ პრობლემატურია. სოფლებში ასეთი მმართველი პორები არ ჩანან და თუკი არსებობენ ასეთი მოლები და უხუცესები, ისინიც კი უფრო მეტად გავლენის ქვეშ ჰყავთ თალიბებს“, – ამბობს კაპიტანი ვეფხვია ლომიძე, 33-ე ბატალიონის S-2 ჯგუფის უფროსი.
კიდევ მინდა სხვა რამეებზე საუბარი გამოცდილ ოფიცერთან, მაგრამ სასადილო შესვენება დასრულდა და სერჟანტი ნადიბაიძე მანიშნებს, რომ ჩვენი ინტერვიუს დრო ამოიწურა. სასწავლო ცენტრში, სადაც ავღანეთში მიმავალი მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონია განლაგებული, ყოველდღიურ საქმიანობას, დილის ადგომიდან დაწყებული და საღამოს ამოძახებით დამთავრებული, ქვედანაყოფის უფროსი სერჟანტი აკონტროლებს და მის ბრძანებას ყველა ემორჩილება. მეც ვრთავ დიქტოფონს, მადლობას ვუხდი ყველაფრისათვის ქვედანაყოფის ხელმძღვანელობას და ვემშვიდობები. „იქ ჩამოდით, ავღანეთში, და თქვენი თვალით ნახეთ ყველაფერი“, – მეუბნება ჩემი მეგზური, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის სამხედრო კორესპონდენტი ირაკლი გურგენიძე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავადაც სულ მალე ექვსი თვით გაჰყვება საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში.