ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, დღეს, 23 მაისს, 20 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა კახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ქუთაისიდან თბილისში გვიან ღამით გადაიყვანეს “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების ნომერ მეცხრე დაწესებულებაში, ეგრეთ წოდებულ მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში ნორმალურ პირობებში იმყოფება და დაცულია სხვა პატიმრების სიტყვიერი აგრესიისგან, გადაძახილებისგან, რაც პრობლემას ქმნიდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებისას.
” თითო ადამიანზე თითო ციხეს ვერ ავაშენებთ. ახლა, ამწუთში, არაფერი არ ხდება, არანაირი გადაძახილი არ არის და თუ ვინმე იყვირებს, მივიღებთ მერე ზომებს, იმ ქმედების ადეკვატურს, რაც იქნება“, ამბობს სოზარ სუბარი.
ვანო მერაბიშვილი საკანში მარტო იმყოფება, თავს კარგად გრძნობს და ბრძოლის ხასიათზეა, - განაცხადა, თავის მხრივ, ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა, რომელიც დაკავებულთან თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის ძირითადი საგანი აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების საკითხი იყო:
”ჩვენ ვისაუბრეთ შუამდგომლობაზე, რომლითაც ვაპირებთ გასაჩივრებას იმ აღმკვეთი ღონისძიების, რომელიც გამოყენებული იქნა გუშინ დაპატიმრების სახით. გავაგრძელებთ ზუსტად იმ სამართლიან ბრძოლას, რომ მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების გაუქმება დაპატიმრების. ჩვენ გვაქვს დრო ხვალ საღამომდე. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უფრო მალე შევიტანოთ, ვიდრე ბოლომდე გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის”.
გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს. პროკურატურა ვანო მერაბიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ედავება და ბრალს სდებს ისეთ დანაშაულებებში, როგორიცაა თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა და სხვისი საკუთრების მითვისება.
კერძო საკუთრების მითვისების გამოკლებით, ამავე ბრალდებებით, კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში, 5,2 მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო დაკავებული და გირაოთი გათავისუფლებული ზურაბ ჭიაბერაშვილი პროკურატურის მოტივაციას აბსურდულს უწოდებს და ყურადღებას დაკავების პროცესუალური ნორმების დარღვევაზე ამახვილებს:
”როგორც არსებით ნაწილში, ისე დაკავების მოთხოვნის ნაწილში და პატიმრობის შეფარდების საკითხში პროკურატურის მოტივაცია არის აბსოლუტურად უსუსური და აბსურდული. ჩემი დაკავება არაუფლებამოსილი პირის მიერ მოხდა, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილის. ჩემს შემთხვევაში, გეტყვით, რომ კანონში პირდაპირ წერია, რომ ელჩის დაკავება უნდა მოხდეს პირველი პროკურორის მიერ, ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრის მიერ. მე სიცოცხლის ბოლომდე მაქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი და, სამწუხაროდ, პროკურატურამ ამ შემთხვევაშიც - აი, ამ პროცედურულ ნაწილშიც - დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა”.
ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდების პასუხად კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ხათუნა პაიჭაძე ამბობს, ფაქტი ისაა, რომ სასამართლომ ზემოხსენებული პროცესუალური ნორმები ხელის შემშლელ გარემოებად არ მიიჩნიაო:
” რახან სასამართლოს გადაწყვეტილება არის ამ საკითხზე, რახან აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეფარდებული აქვს უკვე გირაო, სასამართლოს ნამსჯელი აქვს ყველა საკითხზე, მათ შორის, ამ ნორმებზეც”.
ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების მომენტში პროკურატურის მხრიდან დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის ნორმების დარღვევას აღიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი თამარ ჭარბაძე, თუმცა შენიშნავს იმასაც, რომ სასამართლოს შესაფასებელია, რამდენად უხეში იყო კანონდარღვევა. რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო სხდომას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ პროცესი მხარეთა თანაბარი კონკურენციის პირობებში წარიმართა:
” სასამართლომ მისცა ორივე მხარეს იმის საშუალება, რომ თავიანთი პოზიცია ბოლომდე და კანონის მოთხოვნათა დაცვით სრულად ჩამოეყალიბებინათ, მისცა არგუმენტების ჩამოყალიბების საშუალება და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, ჩვენი მონიტორის შეფასებით, ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა უფრო დასაბუთებული იყო, ვიდრე ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილთან მიმართებაში”.
ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს, თავის მხრივ, ვილნიუსის სამიტამდე საქართველოს ტესტად მიიჩნევს პროცესის ერთ-ერთი საერთაშორისო მონიტორი გაერთიანების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი.
”ჩვენ, რასაკვირველია, ველოდებით სამართლიან და დამოუკიდებელ გამოძიებას. ისევე როგორც სხვა პროცესების, ჩვენ ამ პროცესის სერიოზულ მონიტორინგს ვაპირებთ. რასაკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოსთვის - განსაკუთრებით, ვოლნიუსის სამიტის წინ“,
განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეების წინასასამართლო სხდომა 15 ივლისს გაიმართება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში ნორმალურ პირობებში იმყოფება და დაცულია სხვა პატიმრების სიტყვიერი აგრესიისგან, გადაძახილებისგან, რაც პრობლემას ქმნიდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებისას.
” თითო ადამიანზე თითო ციხეს ვერ ავაშენებთ. ახლა, ამწუთში, არაფერი არ ხდება, არანაირი გადაძახილი არ არის და თუ ვინმე იყვირებს, მივიღებთ მერე ზომებს, იმ ქმედების ადეკვატურს, რაც იქნება“, ამბობს სოზარ სუბარი.
ვანო მერაბიშვილი საკანში მარტო იმყოფება, თავს კარგად გრძნობს და ბრძოლის ხასიათზეა, - განაცხადა, თავის მხრივ, ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა, რომელიც დაკავებულთან თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის ძირითადი საგანი აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების საკითხი იყო:
”ჩვენ ვისაუბრეთ შუამდგომლობაზე, რომლითაც ვაპირებთ გასაჩივრებას იმ აღმკვეთი ღონისძიების, რომელიც გამოყენებული იქნა გუშინ დაპატიმრების სახით. გავაგრძელებთ ზუსტად იმ სამართლიან ბრძოლას, რომ მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების გაუქმება დაპატიმრების. ჩვენ გვაქვს დრო ხვალ საღამომდე. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უფრო მალე შევიტანოთ, ვიდრე ბოლომდე გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის”.
როგორც არსებით ნაწილში, ისე დაკავების მოთხოვნის ნაწილში და პატიმრობის შეფარდების საკითხში პროკურატურის მოტივაცია არის აბსოლუტურად უსუსური და აბსურდული. ჩემი დაკავება არაუფლებამოსილი პირის მიერ მოხდა, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილის...ზურაბ ჭიაბერაშვილი
კერძო საკუთრების მითვისების გამოკლებით, ამავე ბრალდებებით, კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში, 5,2 მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო დაკავებული და გირაოთი გათავისუფლებული ზურაბ ჭიაბერაშვილი პროკურატურის მოტივაციას აბსურდულს უწოდებს და ყურადღებას დაკავების პროცესუალური ნორმების დარღვევაზე ამახვილებს:
”როგორც არსებით ნაწილში, ისე დაკავების მოთხოვნის ნაწილში და პატიმრობის შეფარდების საკითხში პროკურატურის მოტივაცია არის აბსოლუტურად უსუსური და აბსურდული. ჩემი დაკავება არაუფლებამოსილი პირის მიერ მოხდა, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილის. ჩემს შემთხვევაში, გეტყვით, რომ კანონში პირდაპირ წერია, რომ ელჩის დაკავება უნდა მოხდეს პირველი პროკურორის მიერ, ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრის მიერ. მე სიცოცხლის ბოლომდე მაქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი და, სამწუხაროდ, პროკურატურამ ამ შემთხვევაშიც - აი, ამ პროცედურულ ნაწილშიც - დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა”.
ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდების პასუხად კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ხათუნა პაიჭაძე ამბობს, ფაქტი ისაა, რომ სასამართლომ ზემოხსენებული პროცესუალური ნორმები ხელის შემშლელ გარემოებად არ მიიჩნიაო:
” რახან სასამართლოს გადაწყვეტილება არის ამ საკითხზე, რახან აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეფარდებული აქვს უკვე გირაო, სასამართლოს ნამსჯელი აქვს ყველა საკითხზე, მათ შორის, ამ ნორმებზეც”.
ჩვენ, რასაკვირველია, ველოდებით სამართლიან და დამოუკიდებელ გამოძიებას. ისევე როგორც სხვა პროცესების, ჩვენ ამ პროცესის სერიოზულ მონიტორინგს ვაპირებთ. რასაკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოსთვის...ბორის იაროშევიჩი