Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილს „ცარიელი ადგილი“ და „ნული“ უწოდა


დმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი
რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის შეფასებით, მისი მმართველობის პერიოდში რუსეთი უფრო თავისუფალი ქვეყანა გახდა - რეალურ წინსვლას მიაღწია სამოქალაქო თავისუფლების კუთხით. ამ და სხვა საკითხებს მედვედევი შეეხო რუსეთის ტელეარხებთან დღევანდელ ინტერვიუში. მას შეკითხვა დაუსვეს მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოსთან მწვავედ გაუარესებულ ურთიერთობაზეც, რის საპასუხოდაც მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს გაუარესება მისი ბრალი არ ყოფილა. „ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელი და ძვირფასია“, -განაცხადა მედვედევმა და კიდევ ერთხელ დაგმო თავისი ქართველი კოლეგა, მიხეილ სააკაშვილი. „სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნული. ადრე თუ გვიან, ის დატოვებს პოლიტიკის ისტორიას და ჩვენ მზად ვართ, დავამყაროთ ურთიერთობა ქვეყნის ნებისმიერ სხვა ლიდერთან, რომელიც იქ გამოჩნდება, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა“, - თქვა მედვედევმა. მოსალოდნელია, რომ ის პრემიერ-მინისტრად დაინიშნება მას შემდეგ, რაც 7 მაისს პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით მუშაობას შეუდგება ვლადიმირ პუტინი.
XS
SM
MD
LG