Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უჩა სეთური: "რეგიონულმა ტელევიზიებმა თავის გადასარჩენად რეიტინგების დათვლა უნდა მოახერხონ“


რეგიონული ტელემედია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ერთი მხრივ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო შემცირებულმა შემოსავლებმა და მეორეს მხრივ ეროვნული ტელემედიების გაერთიანებამ, რის შედეგადაც საერთო გაყიდვების სახლი შეიქმნა, ამ სახლის მიღმა დარჩენილი მაუწყებლები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ტელეკომპანია "ბორჯომის“ დირექტორი ტრისტან ცუცქირიძე ფიქრობს, რომ ვითარების ამ დინამიკით გაგრძელების შემთხვევაში რეგიონული ტელევიზიების პროგრამირება გახდება უინტერესო, კომპანია ვეღარ შეძლებს ახალი ამბების მომზადებას, რაც საბოლოოდ როგორც რეგიონულ მედიას, ასევე საზოგადოებას დააზარალებს.

ტელეკომპანია ბორჯომის ხელმძღვანელის აზრით, ვითარების ნაწილობრივ გაუმჯობესება შესაძლებელია ერთიანი პროგრამირებითა და ერთიანი გაყიდვებით. ტრისტან ცუცქირიძის პოზიციას ეთანხმება სარეკლამო კომპანია ,,რეგიონმედია მარკეტის“ ხელმძღვანელი. ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და არამდგრად ბიზნესგარემოს ლევან ალექსიშვილის აზრით, ის საკანონმდებლო რეგულაციები ემატება, რომელიც კიდევ უფრო ართულებს რეგიონული ტელეკომპანიების ეკონომიკურ მდგომარეობას.

რეგიონულ მედიაში შექმნილ პრობლემებს კარგად იცნობს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ნათია კუპრაშვილის აზრით, არსებულ ვითარებას იმ ვალდებულებების შესრულება შეამსუბუქებს, რომელიც ქვეყანამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით აიღო. მისივე მტკიცებით, აუდიო ვიზუალური მედიის დირექტივის მიხედვით რეგულაციები რეგიონული მედიისთვის გაცილებით უფრო მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. ასოციაცია მოითხოვს, მოხდეს რეგიონული მედიის ვალდებულებების საკანონმდებლო დონეზე შემსუბუქება.

რეგიონულ ტელემედიაში სარეკლამო შემოსავლები ყოველწლიურად უფრო და უფრო, რომ მცირდება ამის შესახებ იურისტი უჩა სეთური საუბრობს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მკვლევარის აზრით, აუცილებელია რეგიონულმა მედიამ მოახერხოს რეიტინგების დათვლა, რათა შეძლოს თავის გადარჩენა.

ლევან ალექსიშვილი, რომელიც რეკლამას ძირითადად რეგიონულ მედიაში ყიდის, აქცენტს "ენ დი აის" ერთერთი ბოლო კვლევის შესახებ აკეთებს და აცხადებს, რომ რეგიონული ტელეკომპანიები და რადიოსადგურები მოსახლეობის ინფორმირების ნაწილში კვლავ რჩებიან რეგიონში ერთ-ერთ მთავარ წყაროდ. კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 47% ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას რეგიონული არხებიდან იღებს.

XS
SM
MD
LG