Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ მანჯგალაძე და ქართული ენის დღე ლიტვაში


14 აპრილი - დედაენის დღე, რომელსაც ამ დღეებში უკვე არაერთი სიუჟეტი დავუთმეთ, არამარტო საქართველოში აღინიშნება. საქართველოს ისტორიაში 1978 წლის 14 აპრილის მნიშვნელობაზე, საკუთრივ ქართული ენის თავისებურებებზე ხუთშაბათს საუბრობდნენ ლიტვაშიც, სადაც ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის და ასევე ლიტვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით აღინიშნა ქართული ენის დღე. ის რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა და გაიმართა ენათმეცნიერ მარიამ მანჯგალაძის ინიციატივით. ქალბატონი მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან არის მიწვეული ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ქართული ენის კურსს უძღვება. ვიდრე მასთან საუბარს შემოგთავაზებდეთ, ვიტყვი იმასაც, რომ ვილნიუსში ქართული ენის სწავლება ევროკომისიის პროგრამით ფინანსდება. ეს პროგრამა გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ორი ქვეყნის - საქართველოსა და მოლდავეთისათვის. მაგრამ დავუბრუნდეთ ლიტვას და იქ ქართული ენის დღის აღნიშვნას. მარიამ მანჯგალაძეს თავდაპირველად ვკითხე, როგორ ჩაიარა 14-მა აპრილმა ვილნიუსში, როგორი იყო ინტერესი ქართული ენის დღის მიმართ.

XS
SM
MD
LG