Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა ყირიმელი თათრების მეჯლისი


რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა ყირიმელი თათრების წარმომადგენლობითი ორგანო, მეჯლისი, და შეაჩერა მისი საქმიანობა.

სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ცნობით, ეს ნაბიჯი გადაიდგა ყირიმის პროკურორის, ნატალია პოკლონსკაიას გადაწყვეტილების საფუძველზე. მანამდე უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლმა“ დაგმო პოკლონსკაიას გადაწყვეტილება, რომელსაც, თავის მხრივ, ყირიმელი თათრების წარმომადგენლებმა „დანაშაულებრივი“ უწოდეს. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია.

XS
SM
MD
LG