სოფელ დვანში სამმა ოჯახმა, მეკარიშვილებმა, მახაჭაშვილებმა და კორაშვილებმა საკუთარი დამწვარი სახლებიდან ნივთები გაიტანეს, რკინის მასალა აჭრეს და ვაზიც აჩეხეს.
წუხელ მეკარიშვილები რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევას მალე დაიწყებენ, კიდევ 50 მეტრით გადმოწეული საოკუპაციო მავთულხლართების მიღმა კი სამი დამწვარი სახლი აღმოჩნდება. ამ სახლების მფლობელები აქამდეც ნათესავებთან ცხოვრობდნენ, მაგრამ საკუთარ დამწვარ სახლებში პირველ სართულზე სათავსოები ჰქონდათ მოწყობილი და საკარმიდამო ნაკვეთებსაც უვლიდნენ. დვანელები გაღიზიანებულები არიან. გივი მახაჭაშვილი ამბობს, რომ 150 ლარიანი სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. აგვისტოს ომის დროს სახლი დაუწვეს, ახლა კი ამ სახლსაც ართმევენ.
მერაბ მეკარიშვილმა ნივთების გატანა მეზობლებთან უკვე მოასწრო, მაგრამ ბაღში დაუმთავრებელი სამუშაოები კიდევ დარჩა. არ იცის, როდის მიადგებიან დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები.
ხელმეორე დევნილობისთვის განწირული ოჯახების ტრაგედიას მთელი სოფელი თვალყურს ადევნებს, ქალები სახლის ღობესთან დგანან და ცრემლებს იწმენდენ - მათ არ იციან, კიდევ რამდენი მეტრით გადმოსწევენ საოკუპაციო ხაზს და კიდევ რომელ ოჯახს დაატყდება ტრაგედია. თინა კოპაძე და მზია ახალკაცი ხელისუფლების უყურადღებობის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ.
დვანელების გასაჭირს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებიან, მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ და დურბინდით მავთულხლართებს მიღმა იყურებიან, მეზობელი ოსური სოფლიდან, მუგუთიდან, მესაზღვრეების გამოჩენას ისინიც ელოდებიან. სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერი ენ ვესენი ამბობს, რომ შექმნილი ვითარების შესახებ სათავო ოფისს მუდმივად საქმის კურსში აყენებენ.
დვანელები ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სოფელში მათ ჩასვლას მოითხოვენ. მათი აზრით, უამრავი პრობლემა გადაუჭრელია, მოახლოებული ზამთარი კი მათ ყოფას კიდევ უფრო დაამძიმებს.