საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა თბილისში 12:1 მოუგო ისრაელს და თითქმის გაინაღდა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. შესარჩევი ციკლის, პლეი-ოფის, საპასუხო შეხვედრა 3 მარტს ქალაქ ნეთანიაში შედგება და თუ ქართველი წყალბურთელები უპირატესობას შეინარჩუნებენ, საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს. ევროპის 2018 წლის ჩემპიონატს ბარსელონა უმასპინძლებს 2018 წლის 14-28 ივლისს.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1