Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ვენახის მაგივრად ქუჩაში


მევენახეთა საპროტესტო აქცია გურჯაანში
მევენახეთა საპროტესტო აქცია გურჯაანში

უკვე 10 დღეა მევენახეთა ნაწილი დილით ვენახის მაგივრად ქუჩაში გადის და აქციას მართავს. მოთხოვნა ყურძნის ფასის გაზრდაა. თუმცა კახეთში არიან ისეთები, ვინც მოსავალი უკვე ჩააბარა. ხელისუფლება პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ სუბსიდირების თანხა არ გაიზრდება. გადაიზრდება თუ არა სოციალური მოთხოვნები პოლიტიკურში?

ყურძნის ფასით უკმაყოფილო კახელი მევენახეების თითქმის 10-დღიანი პროტესტი და სოციალური მოთხოვნა პოლიტიკური განცხადებებისა და ბრალდებების ფონზე გრძელდება. გლეხები ამბობენ, რომ თუ ყურძნის ფასი რქაწითელში 1 ლარამდე, ხოლო საფერავში 1,50-მდე არ გაიზარდა, ისინი მოსავალს არ ჩააბარებენ. მევენახეები ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან დასოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.

მევენახეები: „გლეხი მოკრეფავსყურძენს, მიიტანს და ბიძინას შუშებიანი სასახლის წინ დაყრის. ყურძენზე ნაგვის ფასი დაგვიდეს“.

„ეს მოთხოვნა თუ არ შესრულდება, ბევრად მეტი თავსატეხი გაუჩნდებასახელმწიფო ინსტიტუტებს დამთელ ქვეყანას“.

„გადაეცით ყველას, მოვა არჩევნები და ისე გასწორდებიან, როგორც გლეხობა გაგვასწორეს მიწასთან, და წავლენ აქედან!“

მევენახეთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკების მოთხოვნასაზრი დაეკარგა, რადგან ყურძნის მოსავალი კახეთში უკვე მოსაკრეფია. მათი თქმით, წელს კახელი მევენახეები უკვე დაზარალდნენ და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

მევენახე: „ბატონი მინისტრის ნახვა შედეგს არ გამოიღებს. დრო გადის..მე ვიცი ეს საქმე...გლეხიც ვარ და მეღვინეც... საქმეყოველდღე მიდის უკან.ეს არის დროის გაყვანა და ამას აკეთებს დღევანელი ხელისუფლება“.

აქციის მონაწილეთა პროტესტმა და რამდენჯერმე გადაკეტილმა ავტომაგისტრალმა ხელისუფლების პოზიცია ჯერ ვერ შეცვალა. დაუმორჩილებლობის ბრალდებით რამდენჯერმე დააკავეს აქციის მონაწილეებიც, თუმცა შემდეგ ისევ გაათავისუფლეს.

მთავრობა თავის პოზიციაზე რჩება. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროცესები კახეთში მართულია. ირაკლი ღარიბაშვილი აქციების ორგანიზატორად „ნაციონალურ მოძრაობას“, კერძოდ კი, გურჯაანის დეპუტატს, გიორგი ღვინიაშვილს, ასახელებს.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილი (მარჯვნივ) და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი მევენახეების მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გამართულ აქციაზე. ფოტო: ick.ge
კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილი (მარჯვნივ) და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი მევენახეების მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გამართულ აქციაზე. ფოტო: ick.ge

„დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, ჩადის და იქაქტიურობს. ისეთი დისკრედიტირებული პარტია როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, ოცი–ოცდაათი კაცის მეშვეობით აპირებს რთვლისამ პოზიტიური სურათის გაფუჭებას“.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატიგიორგი ღვინიაშვილი დააქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის განცხადებას არ იზიარებენ დაპროცესების ამგვარ განვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეები: „ჩვენ გვმართავს ჩვენი გაჭირვება, არავის დაძახება არ გვჭირდება, რომ წამოდით აქციებზეო.ჩემთან არც ღვინიაშვილი მოსულა და, მით უმეტეს, არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მე სპეციალურად ვიკითხე, რამდენი ადამიანი იყო „ოცნების“ მხარდამჭერი.აქ 70–80 % სწორედ„ოცნებიდან“ იყო და გამობრძანდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და თავის ამომრჩევლებს დაუდგნენ გვერდით“.

გიორგი ღვინიაშვილი: „რა არის პოლიტიზირებული ეხლა? ვინმემ პოლიტიკის გამო ყურძენს ფასი დაუწია თუ რა არის?“

მევენახეების ნაწილი აქციებს მართავს, თუმცა არიან ისეთები, ვინც მოსავალს უკვე აბარებს. რთვლის შტაბის ოფიციალური მონაცემებით, 15 სექტემბრის მდგომარეობით, ქარხნებმა 8 ათას ტონამდე ყურძენი ჩაიბარეს, მევენახეების მეორე ნაწილი კი აქციების შეწყვეტას არ აპირებს. ამავდროულად, აქციებზე გაისმა, "თუ ყურძნის ფასის გაზრდა არ მოხდება, შესაძლოა მათმთავრობის გადადგომაც მოითხოვონო“.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG