გასული კვირის ბოლოს ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. თანათავმჯდომარეებმა ოსურ მხარეს ივნისში გასამართი შეხვედრის დღის წესრიგი წარუდგინეს. გარდა ამისა, უცხოელმა დიპლომატებმა დე ფაქტო ხელისუფლებას იმ დოკუმენტის პროექტი გააცნეს, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ამიტომ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის უცნობია ამ დოკუმენტის პროექტის დეტალები. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ეუთოს მხრიდან ანდრი დეშიცა აცხადებს, რომ პროექტის ტექსტი მხარეებთან თანხმდება და ის ყველასთვის მისაღებია. მისი აზრით, სასურველია ამ დოკუმენტს სწრაფად მოეწეროს ხელი.
დიდი ხანია დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტის ხელმოწერას სთხოვს. ცხინვალში ზოგიერთმა ანალიტიკოსმა მიიჩნია, რომ ეს ახალი დოკუმენტი სწორედ ცეცხლის განუახლებლობას გულისხმობს. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დოკუმენტს თანათავმჯდომარეები ამზადებენ, რაც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება და საერთო არაფერი აქვს ორმხრივ შეთანხმებასთან. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ თანათავმჯდომარეები დიდი ხანია ამ ტექსტზე მუშაობენ. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა 7 მარტის რეზოლუციით უკვე აიღო კონფლიქტების მოგვარების პროცესში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. ზაქარეიშვილის აზრით, პარლამენტის განცხადება ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი პოზიციაა, ვიდრე იმ მხარეებს შორის ხელმოწერა, რომელთაგან ერთ-ერთი არანაირი სამართლის სუბიექტი არ არის.
ანდრი დეშიცამ ცხინვალში საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. რამდენიმე თვის წინ მან უგზო-უკვლოდ დაკარგული ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის მშობლების მიმართვა გადასცა. დეშიცას თქმით, მთავარი პროკურორი მზადაა მაისის ბოლოს დაკარგულების მშობლებს შეხვდეს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც თანათავმჯდომარეებმა იმსჯელეს, საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებაა. გაეროს წარმომადგენელმა ჰაილუ მამომ განაცხადა, რომ მომავალ დისკუსიაზე გაიმართება ინფორმაციული სესია, სადაც ანალიტიკოსების მიერ წარმოდგენილი იქნება მსგავს რეგიონებში საზღვრების გადალახვის მსოფლიო პრაქტიკა.
ცხინვალში გადაწყდა, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ყოველ 6 თვეში ერთხელ ახალგორის რაიონს ესტუმრებიან და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნობიან.