Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა იტალიაში ხელი მოაწერა ეკონომიკის სფეროში შეთანხმებებს


ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისა (მარცხნივ) და იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის შეხვედრა რომში
ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისა (მარცხნივ) და იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის შეხვედრა რომში

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ რომში ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როჰანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები მხოლოდ დასაწყისს წარმომადგენს ორი ქვეყნისთვის. იტალიაში 48-საათიანი განმავლობაში ყოფნისას როჰანის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტთა ფინანსური მოცულობა 17 მილიარდ ევროს უდრის. მანამდე, იტალიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, როჰანიმ თქვა, რომ ირანი ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანაა მთელ რეგიონში. 26 იანვარს ის ვატიკანში რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა. ეს როჰანის პირველი ვიზიტია ევროპაში ამ რანგში და ის ირანის პირველი პრეზიდენტია ბოლო 16 წელიწადში, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს სტუმრობს. როჰანი ხვალ პარიზს ესტუმრება ორდღიანი ვიზიტით.

XS
SM
MD
LG