თბილისში დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები, რომლის შედეგადაც გაირკვა, ვინ იმუშავებს ამ თანამდებობაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში: ეს გახლავთ ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის. ხაბელოვი წელს პარლამენტარიც გახდა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატები მასთან ერთად იყვნენ ბეჟან ხურციძე და მოქმედი პრეზიდენტი, გია ნაცვლიშილი. და აი, ლერი ხაბელოვის არჩევიდან სულ რამდენიმე წუთში, ამ საკითხზე სასაუბროდ ტელეფონით დავუკავშირდით ჟურნალისტ ელგუჯა ბერიშვილს. ის არის საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და მეტიც - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვის არჩევის შედეგად, ელგუჯა ბერიშვილი გახდა ამავე კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. მოისმინეთ მასთან საუბარი.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1