როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ყოფნის დროს განაცხადა, აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები მალე მთელ მსოფლიოში დაიწყებენ სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტებისა და საიდენტიფიკაციო ბარათების მიღებას, რითაც თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს აშშ-ში მოგზაურობა ანდა სწავლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. თუ რა პროცედურებს ითვალისწინებს სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მიღება? რა სტატისტიკა არსებობს ამ მხრივ და რა არის მოსალოდნელი ჰილარი კლინტონის ამ განცხადების შემდეგ? - ამ შეკითხვებით მიმართა კობა ლიკლიკაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგი კაპანაძეს, რომელიც ჟენევის მე-20 რაუნდის შეხვედრაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1