ID-პარასკევი
ახალმა დროებამ სულის წაწყმედის ახლებური ფორმა მოიტანა. შესაძლოა წესიერ მრევლში იდგე, სათნო მოძღვარი გყავდეს, მაგრამ ჯიბეში, ვაგლახ, მოდერნიზებული პირადობის მოწმობა გედოს და სულ წყალში ჩაგეყაროს შენი წესიერება თუ პატიოსნება.
ჰოდა, სწორად შეშინებია ზოგიერთ ხმაურიან მორწმუნეს: სულს სავარაუდოდ ID-ბარათებიდან აგვაცლიან! სხვა მხრივ, ფაქტია, გადარჩენა და საუკუნო ნეტარება გარანტირებული გვაქვს! ეს ჩიპიანი პირადობების მოწმომები გვღუპავს, თორემ უამათოთ პირდაპირ უფრთო ანგელოზები გახლავართ. მაგრამ ნეტა მარტო ID-ბარათები იყოს ჩვენი პრობლემა: ჩემი აზრით, ცოდვაა ნებისმიერი ქვითარ-პასპორტ-ქაღალდის ქონა. მით უმეტეს - ცურვის აბონემენტის. ვფიქრობ, ჩვენს აუზებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს წმინდა სინოდმა, თორემ იყიდი თვიურ ან წლიურ აბონემენტს და წყლის მაგიერ შესაძლოა ცეცხლოვან გეენაში გიდურთონ თავი (მით უფრო მაშინ, თუკი სამარხვო თვეებში მოინდომებ აუზზე სიარულს); ასე რომ, უნდა აირჩიო: ან სიწმინდე, ან პლავკეული. და კიდევ: თქვენ რა, ნაკლები ბოროტება გგონიათ "ზღარბი-ბარათები"? ვინ-ვინ და ანტიქრისტემ ზუსტად იცის, საიდან შეუჩნდეს ჩვენს გამწარებულ სამრევლოს: ხალხო, უწმინდური "ზღარბი-ბარათებიდანაც" გვიტევს! ამოიღეთ ხმა!
სუპერმარკეტ "პოპულის" ბარათები ხომ სულ მთლად ჯოჯოხეთური გამოგონებაა - ვითომ ქულებს გაგროვებინებენ და სინამდვილეში მხეცს აღვიძებენ შენში!
ვის რად ვუნდივართ სამოთხეში ამ წყეული ქვითარ-ზღარბებით! ვერა, ვერ წაგვართმევთ ჩვენს ჭეშმარიტ პასპორტებს! ტყუილად კი არ გვეხვეწებოდნენ ჩვენი წინაპრები, როცა ნორჩები ვიყავით: აბა, ერთი გვიჩვენე შენი პასპორტიო... კარგად იცოდნენ, რას უნდა მოვფთხილებოდით. მაგრამ ვაი რომ ახლა აღარავინ გვთხოვს ჩვენი დედიშობილა პასპორტების ჩვენებას - ჩასახდელი და საჩვენებელიც კი არაფერი დაგვრჩა: ანკი "ჩიპს" რა ჩვენება უნდა, უხერხულიცაა... სანამ მოძებნი, ჩიპუკად იქცევა.
ID-ორშაბათი
ვერ გეტყვით, რამხელა საგარეო ვალი აქვს საქართველოს, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ვერასდროს გადავუხდით ვალს ბატონ შაშკინს. მით უფრო, ბატონ სეფერთელაძეს. ამათი ვალი სამუდამოდ უნდა გვმართებდეს. მათ გარეშე მომკალით და ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ უნდა მუშაობდეს ქართული მთავრობა. იგივეს თქმა შეიძლება სხვა მინისტრებზეც. ჩემი ნება რომ იყოს, ილია-აკაკის ქანდაკს მივუყენებდი ამ ორის ახლებურ სკულპტურას: პირველს ქვის ხელკეტს დავაჭერინებდი (როგორც აკაკისეულ ხელჯოხს), მეორეს - ქვის ხანის კომპიუტერს (წარწერით: "ბნელებო, ხომ მაინც გასწავლეთ მაილის გაგზავნა?").
ბრიყვი უნდა იყო, რომ თქვა, შეუცვლელი არავინააო. აბა, როგორ უნდა შეცვალო, ვთქვათ, ეკოლოგი ხაჩიძე! ვაჟა-ფშაველას არ შეუგრძნია ისე ბუნება, როგორც ამ მინისტრმა შეიგრძნო... ესაა ჩიტებთან მოსაუბრე მინდია, რომელიც ჩახუთულ კაბინეტში გამოკეტა ყრუ საპარლამენტო უმრავლესობამ. ანკი რატომ არ შეიძლება, რომ მადამ ქობალია გახდეს თავდაცვის მინისტრი? ხომ ფაქტია, რომ მეტი სილამაზე ჭირდება ჩვენს აღლუმებს? პირადად მე არასდროს მომწონდა ჩვენი თავდაცვის მინისტრების ვარცხნილობა (შევარდნაძის დროინდელებს არც ვახსენებ), - თმა თუ არ აგეშალა აღლუმზე, მაშ რაა მამული? ვერა კი დიდებული იქნებოდა ამ მხრივ! თან ცოტა მომავალ "ევროვიზიაზეც" ვიფიქროთ! ქართველ მინისტრს ხომ ვეება პროფესიონალური დიაპაზონი აქვს: რასაც არ თხოვ, ყველაფერს ჩაიბარებს. ნუ, ბატის გარდა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ბატებს მათ არც არავინ ანდობს; ისინი მარტო ჩვენზე არიან პასუხისმგებლები.