Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოში ამოქმედდა რუსეთის მიერ გამოცხადებული „ჰუმანიტარული პაუზა“


ალეპო
ალეპო

20 ოქტომბერს ძალაში შევიდა რუსეთის მიერ გამოცხადებული „ჰუმანიტარული პაუზა“ , ანუ ცეცხლის დროებით შეწყვეტა ალეპოზე, რამაც შესაძლებლობა უნდა მისცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, შეუფერხებლად შეიტანონ ჰუმანიტარული დახმარება სირიის ჩრდილოეთით მდებარე, ომისგან გაპარტახებულ ქალაქში.

„შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი, რუსეთის განზრახვის თაობაზე, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საავიაციო იერიშების მხრივ აღებული პაუზა, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს ამ ტერიტორიაზე არსებული რეალური ვითარება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბერლინში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს.

სამშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ 20 ოქტომბრიდან 8 საათით შეაჩერებს საავიაციო იერიშებს ალეპოზე. თუმცა, გაეროს მხრიდან კრიტიკის შემდეგ, პაუზა კიდევ სამი საათით გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ქალაქში შეწყდება საბრძოლო მოქმედებები, ხოლო მცხოვრებლები შეძლებენ ქალაქის დატოვებას. ვარაუდობდნენ, რომ ალეპოს დატოვებდნენ მეამბოხეებიც, მაგრამ მათ ამაზე უარი განაცხადეს.

XS
SM
MD
LG