22 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება თბილისის მერ გიგი უგულავასთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალის წაყენების შესახებ. უგულავა 23 თებერვალს 2 საათზე საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული. მანამდე კი თბილისის მერმა ბრალდების საპასუხოდ განცხადება გააკეთა, ”შიზოფრენიად” და ”აბსურდის თეატრად” შეაფასა ხელისუფლების მოქმედება და საზოგადოებას ახალი ვიცე-მერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება გააცნო.
”თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის გზა გადის ომზე, მე ვიყავი და მზად ვარ კიდევ წავიდე ომში”, - აცხადებს გიგი უგულავა და თავს თვლის უდანაშაულოდ წაყენებული ბრალდების ორივე ეპიზოდში. მისი შეფასებით, მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისთვის.
უგულავას მიმართ ბრალდება ორ ეპიზოდს მოიცავს. პირველი ტელეკომპანია ”იმედის” ხელში ჩაგდების სქემას ეხება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესმდივანმა ნათია სუხიაშვილმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა: ”პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფაქტობრივად, გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო”.
”იმედის” ეპიზოდი თავის მხრივ მოიცავს რიყის ტერიტორიის ყიდვა-გაყიდვის ისტორიას, რა გზითაც თავის დროზე შესაძლებელი გახდა ”ტელეიმედის” მფლობელ ჯოზეფ კეისთვის თითქმის 9 მილიონი დოლარის გადაცემა იმ მიზნით, რომ მას დაეთმო ტელეკომპანია.
გიგი უგულავასთვის წაყენებული ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც, გამოძიების თანახმად, ასევე გიგი უგულავა იყო. ნათია სუხიაშვილი აცხადებს: ”კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფ"-ში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც ფიქტიურად გაფორმდა 764 აქტივისტი - ე.წ. ”ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა, მათ ხელფასის სახით დედაქალაქის ბიუჯეტიდსათვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მიღებული აქვთ 4 130 728 ლარი”.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გიგი უგულავა უკვე ცნობილია ბრალდებულად და 23 თებერვალს, შუადღისას ის უწყებაში ბრალის პირადად გასაცნობად არის დაბარებული.
თბილისის მერი პარასკევს ღამითვე გამოეხმაურა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. ის არც ერთ ეპიზოდში არ ეთანხმება გამოძიებას. გამოძიების წამოწყებას კი, უგულავას შეფასებით, პოლიტიკური საფუძველი აქვს: ”რეალური მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მათ სურთ თბილისის მმართველობიდან ჩემი ჩამოშორება. ეს არის კომბინაციაში საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის გატეხვასთან პარალელურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმე ან შიხიაშვილის მსგავსი, ან მუსხელიშვილის მსგავსი, ან რაფავას მსგავსი, ან ნებისმიერი სხვა დაინიშნოს პირველ ვიცე-მერად და მათი ჯიბის ოცნებების აღსრულება დაიწყოს თბილისელების ხარჯზე”.
უგულავა ამბობს, რომ ის მზად არის ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებისთვის. ამასთან, თბილისის მერი აცხადებს: ”მაგრამ, იცოდეთ... მივმართავ ამ შემთხვევაში პირადად პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, რომ თბილისის მერიას ვერ დაეპატრონებიან. ამიტომ, მე ვაპირებ კანონის მიხედვით, პირველ ვიცე-მერად დავნიშნო... კანონის მიხედვით, საკრებულოს წევრებიდან ხდება პირველი ვიცე-მერის გამოვლენა. ბატონ დავით ნინიძეს მე გადავუხდი დიდ მადლობას და ის გადავა ჩვეულებრივ მოადგილედ. პირველ ვიცე-მერად დაინიშნება ქალბატონი სევდია უგრეხელიძე და ასევე მე ვთავაზობ მოადგილეობას ბატონ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც დიდი პოლიტიკური გამოცდილების გარდა აქვს ასევე დიდი სამეურნეო გამოცდილება, რომ ყველა ის პროგრამა, ყველა ის დაპირება, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, განხორციელდეს განუხრელად”.
თბილისის მერისთვის ბრალის წაყენების ფაქტის გამო პარასკევს საღამოს პარლამენტის სხდომა დატოვეს უმცირესობის წევრებმა და ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.
უმცირესობის მიერ სხდომის დატოვების გამო, პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს სხდომის შეწყვეტა და კენჭისყრების მორიგი სხდომისთვის გადადება შესთავაზა, რასაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” სტუმრობისას მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გამოძიების ზოგიერთ დეტალზე ისაუბრა. გადაცემის წამყვანის შეკითხვას გიგი უგულავას დაკავების საკითხზე, მთავარმა პროკურორმა ასე უპასუხა: ”მისი დაკავება რომ გვდომოდა, ეს დღეს შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რადგან ის უკვე, ამ წუთის მდგომარეობით ბრალდებულად არის ცნობილი. ხვალ მხოლოდ მას ბრალდება წარედგინება პირადად. მაგრამ, არ ვართ იმ აზრზე, რომ მისი დაკავება განვახორციელოთ, რამეთუ ეს ადამიანი აცხადებს მზადყოფნას, რომ იყოს ქვეყანაში და ითანამშრომლოს გამოძიებასთან და არ შეუშალოს ხელი”.

რეალური მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მათ სურთ თბილისის მმართველობიდან ჩემი ჩამოშორება. ეს არის კომბინაციაში საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის გატეხვასთან პარალელურად...გიგი უგულავა
გიგი უგულავასთვის წაყენებული ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც, გამოძიების თანახმად, ასევე გიგი უგულავა იყო. ნათია სუხიაშვილი აცხადებს: ”კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფ"-ში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც ფიქტიურად გაფორმდა 764 აქტივისტი - ე.წ. ”ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა, მათ ხელფასის სახით დედაქალაქის ბიუჯეტიდსათვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მიღებული აქვთ 4 130 728 ლარი”.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გიგი უგულავა უკვე ცნობილია ბრალდებულად და 23 თებერვალს, შუადღისას ის უწყებაში ბრალის პირადად გასაცნობად არის დაბარებული.
თბილისის მერი პარასკევს ღამითვე გამოეხმაურა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. ის არც ერთ ეპიზოდში არ ეთანხმება გამოძიებას. გამოძიების წამოწყებას კი, უგულავას შეფასებით, პოლიტიკური საფუძველი აქვს: ”რეალური მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მათ სურთ თბილისის მმართველობიდან ჩემი ჩამოშორება. ეს არის კომბინაციაში საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის გატეხვასთან პარალელურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმე ან შიხიაშვილის მსგავსი, ან მუსხელიშვილის მსგავსი, ან რაფავას მსგავსი, ან ნებისმიერი სხვა დაინიშნოს პირველ ვიცე-მერად და მათი ჯიბის ოცნებების აღსრულება დაიწყოს თბილისელების ხარჯზე”.
მისი დაკავება რომ გვდომოდა, ეს დღეს შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რადგან ის უკვე, ამ წუთის მდგომარეობით ბრალდებულად არის ცნობილი. ხვალ მხოლოდ მას ბრალდება წარედგინება პირადად...არჩილ კბილაშვილი