ქართული შეიარაღებული ძალები 22 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე კი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ, მიუხედავად მთელი რიგი ცვლილებებისა, ერთიან თავდაცვის სისტემას კვლავაც მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი საველე-ტაქტიკური სწავლება, სახელწოდებით ”ისარი - 013”, 11 საათისათვის დაიწყო. ღია კარის დღე პოლიგონზე სამხედროებმა შეიარაღებული ძალების დაარსების 22-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოაცხადეს და ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის საჩვენებელი სწავლება გამართეს, რომელმაც თითქმის 40 წუთს გასტანა.
სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობის ნაწილმა შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტექნიკით მიიღო მონაწილეობა. ვაზიანის პოლიგონზე სამხედროებმა ჯერ სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლთა შერჩევის ეტაპები აჩვენეს, მოგვიანებით კი ჩასაფრების, ძებნა-გადარჩენის, საცეცხლე მომზადებისა და ძალთა გამოყვანის ოპერაციები განახორციელეს. როგორც სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური მაიორი დიმიტრი კიკნაძე გვიხსნის, საჩვენებელ სწავლებაში, სახელწოდებით ”ისარი-013”, მონაწილეობა მიიღო საჰაერო ბრიგადის ესკადრილიამაც, რომელმაც პოლიგონზე ახლო საჰაერო მხარდაჭერა და სპეცდანიშნულების ჯგუფების საჰაერო შეჭრა განახორციელა. სწავლებაში გამოყენებული იყო საქართველოში წარმოებული ჯავშანტექნიკა "დიდგორი" და "ლაზიკა". მაიორი კიკნაძე ვაზიანის პოლიგონზე გამართული საჩვენებელი სწავლებით კმაყოფილია:
”ყველაფერმა ჩაიარა ისე, როგორც ეკადრება სპეციალური ოპერაციების ძალებს. ისინი ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს მზად არიან საქართველოს გულისთვის მიიღონ მონაწილეობა საბრძოლო სიტუაციებში”, - ამბობს დიმიტრი კიკნაძე.
30 აპრილს შეიარაღებული ძალების დაარსების 22-ე წლისთავი სამხედროებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხედრო პოლიგონზე მიულოცეს. პოლიგონზე თითქმის სრულად იყო წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტი, რაც, შეიძლება ითქვას, უკანასკნელ წლებში უპრეცედენტო შემთხვევაა. საჩვენებელ სწავლებას ისინი თვალს დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით, პოლიგონზე სპეციალურად მოწყობილი ფარდულიდან ადევნებდნენ. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამხედროებს მილოცვა და საკუთარი სურვილები სწავლების დასრულების შემდეგ გადასცა. თავის მხრივ, სამხედროებმა პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს პირობა მისცეს:
”ამაზე ბევრად უკეთესად გავაკეთებთ რეალურ სიტუაციაში. ჩვენი იმედი გქონდეთ”.
ბიძინა ივანიშვილი: „დიდი მადლობა. მე ვისურვებდი, რომ ასეთი ვარჯიშის დონეზე დასრულებულიყოს თქვენი ყველა პრობლემა და რეალურ ბრძოლაში ჩართვა არ დაგჭირვებოდეთ. მართლა შთამბეჭდავი იყო ის, რაც ვნახეთ“.
რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს 30 აპრილის პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სპეციალური მიმართვით მიულოცა. როგორც ირაკლი ალასანიამ სამხედროებს მისალოცი სიტყვის საშუალებით უთხრა, მათ 22 წლის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან საქართველოს. თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს გვერდში დგომა აღუთქვა:
”არ არის ტყვია, რომელიც თქვენ შეგაჩერებთ, იმიტომ რომ თქვენი ფესვები საქართველოშია, იმ ქვეყანაში, რომელსაც არაერთხელ კლავდნენ და არ კვდებოდა. მე მეამაყება, რომ მაქვს პატივი გემსახუროთ თქვენ, საქართველოს დამცველებს. მიგულეთ თქვენს გვერდით რიგით ჯარისკაცად”.
ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის მასშტაბით არსებულ უმეტეს სამხედრო ნაწილებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასახელებს, რასაც მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებითი თანხების გამოყოფა დასჭირდება, - ამის შესახებ მან განცხადება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა. თეონა აქუბარდია, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, თუ რაოდენ მძიმე პირობებში უწევდათ ჯარისკაცებს ცხოვრება:
”ჩვენ ვნახეთ ფოტოკადრებიც და ვიდეოკადრებიც, თუ რა მდგომარეობაში იყო ყაზარმები და ძალიან კარგია, რომ ამ ყველაფრის ნახვის საშუალება მოქალაქეებს მიეცათ. რაც მთავარია, დღეს უკვე დღის წესრიგში დგას, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის უწყების ბიუჯეტს დაამატოს რამდენიმე მილიონი ლარი, რათა მოხდეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია”.
საქართველოს შეიარაღებული ძალები არის განვითარების რეჟიმში და მისი საბოლოო კონფიგურაცია დასრულებული არ არის, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე. როგორც ის მიუთითებს, დღესდღეობით შეიარაღებულ ძალებს აქვს საკმაოდ მყარი ფინანსური უზრუნველყოფა, ქვეყანას ჰყავს კარგად გაწვრთნილი სამხედროები, თუმცა ერთიანი თავდაცვის სისტემა კვლავაც მოიცავს ხარვეზებს:
”დღეს სადღესასწაულო დღეა. შეიძლება, რომ მოვეფეროთ მათ, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით კრიტიკულნი, პრობლემები კვლავაც გაგრძელდება. ანუ არჩევნების შემდეგ შეიარაღებულ ძალებში მთავარი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ გარანტირებულნი ვართ, რომ ჯარისკაცს შეურაცხყოფას არავინ მიაყენებს, არავინ დაკიდებს სადღაც და არ სცემს... სხვა დანარჩენი, კვლავაც მოლოდინის რეჟიმში ვართ. არ მოხდა კარდინალური ცვლილება თავდაცვის ბიუჯეტის ათვისებასთან მიმართებაში. ხარვეზებია ოფიცრების მომზადებასთან დაკავშირებით. კვლავ არ გამიგია მე, რომ ჩატარებულიყო სამეთაურო-საშტაბო სწავლებები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვედანაყოფების და შენაერთების შტაბები გაიწვრთნას”.
გიორგი თავდგირიძის თქმითვე, კვლავაც პრობლემად რჩება ვეტერან სამხედროთა საკითხი. პრობლემებს შორის ასახელებს ის წინა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური შეხედულებების გამო დათხოვნილ ოფიცრებს, რომელთა სამსახურში აღდგენა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც ექსპერტი ამბობს, ხელისუფლების ცვლილებიდან შვიდი თვეა გასული, რაც სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მეტი პოზიტიური ტენდენციები გამოჩენილიყო.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი საველე-ტაქტიკური სწავლება, სახელწოდებით ”ისარი - 013”, 11 საათისათვის დაიწყო. ღია კარის დღე პოლიგონზე სამხედროებმა შეიარაღებული ძალების დაარსების 22-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოაცხადეს და ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის საჩვენებელი სწავლება გამართეს, რომელმაც თითქმის 40 წუთს გასტანა.
სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობის ნაწილმა შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტექნიკით მიიღო მონაწილეობა. ვაზიანის პოლიგონზე სამხედროებმა ჯერ სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლთა შერჩევის ეტაპები აჩვენეს, მოგვიანებით კი ჩასაფრების, ძებნა-გადარჩენის, საცეცხლე მომზადებისა და ძალთა გამოყვანის ოპერაციები განახორციელეს. როგორც სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური მაიორი დიმიტრი კიკნაძე გვიხსნის, საჩვენებელ სწავლებაში, სახელწოდებით ”ისარი-013”, მონაწილეობა მიიღო საჰაერო ბრიგადის ესკადრილიამაც, რომელმაც პოლიგონზე ახლო საჰაერო მხარდაჭერა და სპეცდანიშნულების ჯგუფების საჰაერო შეჭრა განახორციელა. სწავლებაში გამოყენებული იყო საქართველოში წარმოებული ჯავშანტექნიკა "დიდგორი" და "ლაზიკა". მაიორი კიკნაძე ვაზიანის პოლიგონზე გამართული საჩვენებელი სწავლებით კმაყოფილია:
”ყველაფერმა ჩაიარა ისე, როგორც ეკადრება სპეციალური ოპერაციების ძალებს. ისინი ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს მზად არიან საქართველოს გულისთვის მიიღონ მონაწილეობა საბრძოლო სიტუაციებში”, - ამბობს დიმიტრი კიკნაძე.
დიდი მადლობა. მე ვისურვებდი, რომ ასეთი ვარჯიშის დონეზე დასრულებულიყოს თქვენი ყველა პრობლემა და რეალურ ბრძოლაში ჩართვა არ დაგჭირვებოდეთ...ბიძინა ივანიშვილმა ქართულ არმიას 22 წლის იუბილე მიულოცა
”ამაზე ბევრად უკეთესად გავაკეთებთ რეალურ სიტუაციაში. ჩვენი იმედი გქონდეთ”.
ბიძინა ივანიშვილი: „დიდი მადლობა. მე ვისურვებდი, რომ ასეთი ვარჯიშის დონეზე დასრულებულიყოს თქვენი ყველა პრობლემა და რეალურ ბრძოლაში ჩართვა არ დაგჭირვებოდეთ. მართლა შთამბეჭდავი იყო ის, რაც ვნახეთ“.
რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს 30 აპრილის პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სპეციალური მიმართვით მიულოცა. როგორც ირაკლი ალასანიამ სამხედროებს მისალოცი სიტყვის საშუალებით უთხრა, მათ 22 წლის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან საქართველოს. თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს გვერდში დგომა აღუთქვა:
”არ არის ტყვია, რომელიც თქვენ შეგაჩერებთ, იმიტომ რომ თქვენი ფესვები საქართველოშია, იმ ქვეყანაში, რომელსაც არაერთხელ კლავდნენ და არ კვდებოდა. მე მეამაყება, რომ მაქვს პატივი გემსახუროთ თქვენ, საქართველოს დამცველებს. მიგულეთ თქვენს გვერდით რიგით ჯარისკაცად”.
ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის მასშტაბით არსებულ უმეტეს სამხედრო ნაწილებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასახელებს, რასაც მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებითი თანხების გამოყოფა დასჭირდება, - ამის შესახებ მან განცხადება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა. თეონა აქუბარდია, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, თუ რაოდენ მძიმე პირობებში უწევდათ ჯარისკაცებს ცხოვრება:
ანუ არჩევნების შემდეგ შეიარაღებულ ძალებში მთავარი, რაც შეიცვალა, არის ის, რომ გარანტირებულნი ვართ, რომ ჯარისკაცს შეურაცხყოფას არავინ მიაყენებს...გიორგი თავდგირიძე