ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი საველე ტაქტიკური სწავლება - "ისარი 013" გაიმართა. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 22-ე წლისთავს მიეძღვნა. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავარი პროკურორი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. საჩვენებელი სწავლება დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.