22 აგვისტოს რუსეთი ოფიციალურად შეუერთდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას (WTO) და მისი 156-ე წევრი გახდა. ამას წინ უძღოდა მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან 17 წლიანი რთული მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც საქართველოსთან შეთანხმებით დასრულდა. რა სარგებელს მოიტანს, თბილისის აზრით, მოსკოვთან შვეიცარიის შუამავლობითა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებით გამყარებული შეთანხმების ამოქმედება?
საქართველოში ნაწარმი პროდუქციისთვის რუსეთმა ბაზარი ჯერ კიდევ 2006 წელს ჩაკეტა. პოლიტიკური მოსაზრებებით დაწესებული ემბარგო არ შეხებია არც რუსეთიდან საქართველოში იმპორტს და არც საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ექსპორტი ისედაც მოკრძალებული იყო, იმპორტის მოცულობასთან შედარებით, რუსეთმა მაინც დაკარგა მთავარი სავაჭრო პარტნიორის პოზიცია და ის ახლა ჩინეთის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.
2012 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტი საერთო მოცულობის მხოლოდ 5 პროცენტზე ოდნავ მეტს თუ შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ.
რაც შეეხება ექსპორტს, ცნობილი ბლოკადის გამო რუსეთი საქართველოს საექსპორტო პარტნიორების ათეულშიც კი არ შედის, თუმცა კი ვარაუდობენ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით ეს მდგომარეობა შეიცვლება.
20 აგვისტოს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის სრულფასოვანი წევრობის დაწყებამდე 2 დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის გამშვები პუნქტი მოინახულა.
”მე მახსოვს, 2 წლის წინ ვიყავი აქ, როდესაც გავხსენით ეს პუნქტი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის გზა, რომელიც გათვლილი იქნება მაღალ ტვირთბრუნვაზე.”
პრემიერ-მინისტრის მიერ ნახსენები გზის მშენებლობამდე უკვე მიმდინარეობს საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომელიც ტვირთების გაზრდილ ნაკადს უნდა მოემსახუროს. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, ტვირთბრუნვის ზრდის წინაპირობას საბაჟო პუნქტზე შვეიცარიის დამკვირვებლების განლაგება იძლევა.
ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა და ტვირთბრუნვის მოცულობა საქართველოსა და რუსეთს შორის. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში, მას შემდეგ, რაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდება, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე განთავსდებიან შვეიცარიელი დამკვირვებლები.
შვეიცარიელი დამკვირვებლების განლაგება იმ შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის შვეიცარიის შუამავლობით გაფორმდა და რომლის მეშვეობითაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამავე შეთანხმებას უკავშირდება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებაც. კერძოდ, სექტემბრიდან ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის ბაზარზე აქციზური საქონლის - თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის - შეტანა იქნება ნებადართული. რუსეთის მიერ ბლოკადის გაუქმების ვარაუდს გამოთქვამს ეკონომიკის ექსპერტი რევაზ საყევარიშვილი:
”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარკვეული ტიპის ქართული პროდუქცია - იგივე ლიმონათი ”ზედაზენი” - გამოჩნდა რუსეთის ბაზარზე, ამ ბლოკადის პირველი გარღვევა უკვე მოხდა - უმნიშვნელო მოცულობით, მაგრამ მაინც.”
რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა მოსწონს ქართული ღვინის მწარმოებლების დიდ ნაწილს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში დამზადებული ღვინის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტით მიღებული შემოსავალი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო რუსეთის მიერ ბლოკადის გამოცხადებამდე. ამ ბიზნესის დინამიკაზე 2012 წლის დასაწყისში ისაუბრა იმჟამად პრემიერ-მინისტრმა, ახლა კი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, ნიკა გილაურმა.
”რუსეთის ემბარგოს შედეგად ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა.”
ნიკა გილაურის მიერ ნახსენებ შედეგს - რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას - ბევრი ექსპერტიც აღნიშნავს. ბევრიც ვარაუდობს, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება ძველ მასშტაბებს აღარ შეიძენს, რადგან ქართველი მეღვინეები თუ სხვა ბიზნესის წარმომადგენლები ბაზრების დივერსიფიკაციაზე უარს აღარ იტყვიან - მით უმეტეს, რომ რუსეთის ბაზარი დიდი სანდოობით ვერც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ფონზე გამოირჩევა.
მართალია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია დისკრიმინაციულ მიდგომებსა და დაუსაბუთებელ ემბარგოებს გამორიცხავს, მაგრამ, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, შესაძლებელია, რომ საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია რუსეთმა ნებისმიერ დროს აკრძალოს, ამის მიზეზად კი არადამაკმაყოფილებელი ხარისხი დაასახელოს, ისევე როგორც ეს იყო 6 წლის წინ ღვინისა და ბორჯომის შემთხვევაში.
თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თუკი ემბარგო განმეორდა, საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო აღარ დარჩება და მოსკოვის დაუსაბუთებელი პრეტენზიები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 160-მდე წევრი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მოექცევა.

რუსეთის ემბარგოს შედეგად ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა ...ნიკა გილაური