ჯერ არავინ ამბობს, მაგრამ შეიძლება ისტორიული გამოდგეს ჟენევის ამჟამინდელი მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. პარასკევს ჟენევაში ჩავიდნენ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რაც სრულიად არ იყო დაგეგმილი. რას მოასწავებს მოლაპარაკებათა დონის ასეთი აწევა?
ევროკავშირის წარმომადგენელმა „ძალიან ინტენსიური მოლაპარაკება“ უწოდა ჟენევის ამ შეხვედრას, რომელზეც ირანის დელეგაცია თავისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებას მართავს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრსა და გერმანიასთან. წინასწარი გეგმის მიუხედავად, როგორც ითქვა, საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში ჩავიდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მართავდა შეხვედრებს, როგორც პარასკევს წინასწარ იტყობინებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აზრთა სხვადასხვაობის გადალახვაში დასახმარებლად მოლაპარაკებას შეუერთდა. კერის იქ ჩასვლა იყო კეტრინ ეშტონის ინიციატივა, რაც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, როცა ჟენევაში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და, ამასთანავე, განაცხადა, „არაფერი შეგეშალოთ, მნიშვნელოვანი პუნქტებია შეუთანხმებელი და ეს უნდა მოვაგვაროთო“. კერი ჟენევამდე იერუსალიმში ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვდა და მასთან, ბუნებრივია, ირანზეც, ისაუბრა. ისრაელის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ისრაელი სრულიად უარყოფს შესაძლებელ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიმართ სანქციების შერბილებას გამოიწვევდა, რადგან, ნეტანიაჰუს აზრით, ირანმა არაფერი გადაიხადა და ყველაფერი მიიღო:
„ასე რომ, ირანმა მიაღწია საუკუნის შეთანხმებას და საერთაშორისო თანამეგობრობამ კი - ცუდ გარიგებას. ეს არის ძალიან ცუდი შეთანხმება და ისრაელი მას მთლიანად უარყოფს. ჩემს ამ აზრს რეგიონში ბევრი იზიარებს. უბრალოდ, ისინი არაფერს ამბობენ საქვეყნოდ. ეს შეთანხმება ისრაელს არაფრით ავალდებულებს და ის გააკეთებს ყველაფერს, რაც საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის დასაცავად დასჭირდება“.
ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა პარასკევს განაცხადა, მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომებს რომ ვუყურებდი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მათ სურთ შეთანხმებას მივაღწიოთო. ზარიფმა იმედი გამოთქვა, არის შესაძლებლობა შევთანხმდეთო. სწორედ ზარიფი იყო ინიციატორი იდეისა, რომელიც მან წინა შეხვედრაზე გამოხატა - საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკების დონე აწეულიყო და მასში საგარეო საქმეთა მინისტრები ჩართულიყვნენ. პარასკევს, ჩანს, ეს საჭიროება დადგა. ამავე დღეს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა მაიკლ მენმა განაცხადა, წინსვლას ვაღწევთ, როგორც გუშინ უკვე ვთქვიო. ეს მენმა განაცხადა, გეგმის თანახმად მოლაპარაკების მეორე და ბოლო დღეს, როცა, დიპლომატები, ჩანს, უკვე მიახლოებულნი იყვნენ შეთანხმებასთან, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და, სამაგიეროდ, მის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების, შერბილებას - თუ არა გაუქმებას - გულისხმობს. ამისთვის ირანმა ცხადი ნაბიჯები უნდა გადადგას თავისი ბირთვული პროგრამის განვითარებაში, რის გამოც დასავლეთი ვარაუდობს, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. მენმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბარში არ ისურვა ნეტანიაჰუს ნათქვამის კომენტირება. მან თქვა, ჩემი უფროსი, კეტრინ ეშტონი, გაეროს მიერ არის უფლებამოსილი, ირანელებს კეთილი განზრახვით მოელაპარაკოს, რათა მიაღწიონ იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას, რომელიც მთელ მსოფლიოს წაადგება და რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას დაარწმუნებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის მიზანი მხოლოდ სამშვიდობოაო. ჩვენ ამ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება გვჭირდებაო, ამბობს მაიკლ მენი. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში ჩავიდნენ, მაგრამ მათ მხარი არ აუბა რუსეთმა. არაფერია ცნობილი ჩინეთზე. კრემლის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, არის შანსი მივაღწიოთ საგზაო რუკას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემას მოგვაგვარებინებს, ამის იმედი მაქვსო:
„ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, აღიარებულ იქნეს ირანის უფლება ისარგებლოს მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკის სიკეთეებით, ურანის გამდიდრების ჩათვლით. და, ამასთან, ირანის მთელი ბირთვული საქმიანობა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საიმედო და ზუსტი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს და მოგვარდეს სააგენტოს სხვა, ჯერ კიდევ დარჩენილი საკითხები“. აი, ამაზე მიდის მსჯელობა ჟენევაში, თქვა ლავროვმა, რომლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მინისტრი ჟენევაში გამგზავრებას არ აპირებს.
ევროკავშირის წარმომადგენელმა „ძალიან ინტენსიური მოლაპარაკება“ უწოდა ჟენევის ამ შეხვედრას, რომელზეც ირანის დელეგაცია თავისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებას მართავს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრსა და გერმანიასთან. წინასწარი გეგმის მიუხედავად, როგორც ითქვა, საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში ჩავიდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მართავდა შეხვედრებს, როგორც პარასკევს წინასწარ იტყობინებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აზრთა სხვადასხვაობის გადალახვაში დასახმარებლად მოლაპარაკებას შეუერთდა. კერის იქ ჩასვლა იყო კეტრინ ეშტონის ინიციატივა, რაც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, როცა ჟენევაში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და, ამასთანავე, განაცხადა, „არაფერი შეგეშალოთ, მნიშვნელოვანი პუნქტებია შეუთანხმებელი და ეს უნდა მოვაგვაროთო“. კერი ჟენევამდე იერუსალიმში ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვდა და მასთან, ბუნებრივია, ირანზეც, ისაუბრა. ისრაელის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ისრაელი სრულიად უარყოფს შესაძლებელ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიმართ სანქციების შერბილებას გამოიწვევდა, რადგან, ნეტანიაჰუს აზრით, ირანმა არაფერი გადაიხადა და ყველაფერი მიიღო:
„ასე რომ, ირანმა მიაღწია საუკუნის შეთანხმებას და საერთაშორისო თანამეგობრობამ კი - ცუდ გარიგებას. ეს არის ძალიან ცუდი შეთანხმება და ისრაელი მას მთლიანად უარყოფს. ჩემს ამ აზრს რეგიონში ბევრი იზიარებს. უბრალოდ, ისინი არაფერს ამბობენ საქვეყნოდ. ეს შეთანხმება ისრაელს არაფრით ავალდებულებს და ის გააკეთებს ყველაფერს, რაც საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის დასაცავად დასჭირდება“.
ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, აღიარებულ იქნეს ირანის უფლება ისარგებლოს მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკის სიკეთეებით, ურანის გამდიდრების ჩათვლით. და, ამასთან, ირანის მთელი ბირთვული საქმიანობა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საიმედო და ზუსტი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს...სერგეი ლავროვი