Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განმეორებითი იმპიჩმენტის მოლოდინში


ადიგენის საკრებულოს ახლად აღდგენილი თავმჯდომარე განმეორებითი იმპიჩმენტის მოლოდინშია. ლევან ლობჯანიძე მუშაობის პირველსავე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ამახვილებს ყურადღებას. ეჭვობს, რომ დეპუტატების უმრავლესობა რეგიონის ხელმძღვანელობამ დააშინა. საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებლის რჩევასაც იხსენებს.

განმეორებითი იმპიჩმენტის მოლოდინში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:19 0:00
გადმოწერა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილი თავმჯდომარის ბრალდებებს უარყოფს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. არსენ ბალახაშვილს დეპუტატების მისამართით განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ლევან ლობჯანიძე გუნდმა არ მიიღო.

„ქართული ოცნების“ ორხელისუფლებიანობას აკრიტიკებს საკრებულოს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრი ადიგენში მმართველი გუნდის საქმიანობას იწუნებს და აცხადებს, რომ ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტისთვის ოპოზიციას ხმა არც მაშინ მიუცია და არც ახლა აპირებს მონაწილეობის მიღებას. გივი ენდელაძე აქცენტს ბიუჯეტიდან გადახდილ და გადასახდელ თანხაზე აკეთებს, რომელიც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადიგენის ისედაც მწირ ბიუჯეტს დაეკისრა.

2016 წელს ადიგენის ბიუჯეტიდან ყოფილ გამგებელს, მოადგილესა და ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელს 9 თვის განაცდურის ასანაზღაურებლად 52 ათასამდე ლარი გადაერიცხა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის 23-თვიანი განაცდურისთვის ბიუჯეტიდან 62 ათასამდე ლარია გადასახდელი.

XS
SM
MD
LG