Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის შესახებ


ევროპარლამენტმა 21 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის მიესალმება საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე და იმედოვნებს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი გადადების გარეშე მიენიჭება მას. ამავე დროს, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს მედიის პლურალიზმი, მართლმსაჯულების მეტი დამოუკიდებლობა და თავიდან აიცილოს პოლიტიკური პოლარიზაცია. რეზოლუცია „ასოცირების შეთანხმებები/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეები საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან“, რომლის მიღებასაც ერთი დღით ადრე დებატები უძღოდა წინ, აღიარებს სამივე პარტნიორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს და მათ მოუწოდებს გააგრძელონ რეფორმები.

XS
SM
MD
LG