ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ერთად განიხილეს სამშაბათს რუსეთის საკითხი. მიუხედავად ამისა, საშემოდგომო სესიაზე დასწრება არ ისურვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ სერგეი ნარიშკინმა. ამის მიზეზი სესიამდე კრემლის მიმართ გამოთქმული კრიტიკა იყო.
უკვე სესიის წინა დღეებში გამოხატა საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ მინიონმა „იმედგაცრუება“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის გადაწყვეტილების გამო. არადა, ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო მისი იქ ყოფნა, რადგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე განიხილავდნენ რეზოლუციას ევროსაბჭოს მიმართ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. ცხადია, რუსეთის 18 კაციანი დელეგაცია სხდომაზე მივიდა და მივიდა გადაწყვეტილებით, მხარი არ დაეჭირა საბოლოო დოკუმენტისთვის, რომელშიც რუსეთის მისამართით კრიტიკაა გამოთქმული. მას მერე, რაც ნარიშკინმა უარი თქვა, დელეგაციას სათავეში ჩაუდგა მმართველი პარტიის - „ედინაია როსიას“ - წევრი ალექსეი პუშკოვი. რეზოლუცია, რომელზეცაა ლაპარაკი და რომელიც შეიმუშავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განსახილველად, შვიდი წლის განმავლობაში პირველად მომზადდა და ასახავს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლო პერიოდს, დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის მთელ ვადასა და პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადის დასაწყისს. რუსეთი უკვე 16 წელიწადია საბჭოს წევრია. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების მხრივ მოიკოჭლებს და კონკრეტულად ევროპის საბჭო მოსკოვთან კონსტრუქციულ დიალოგს ესწრაფვის. ალექსეი ნარიშკინმა, როცა სტრასბურგში წაუსვლელობის მიზეზი ახსნა, ისიც კი თქვა, ჩემს დიდ სტრატეგიულ წინადადებებს ყურს არ ათხოვებს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთა ნაწილი და რიგი რუსოფობი დელეგაციებისო; ინტერესი, როგორც ჩანს, სხვა რამისადმიაო. მისი ნათქვამი გამართლდა: სწორედაც,სხვა რამეს მიაქციეს ყურადღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ასრულებს რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს.
სამშაბათის სხდომაზე გამოსვლისას დიდი ფრაქციების წრმომადგენლებმა დემონსტრაციების შეზღუდვის დამაფიქრებელ გამკაცრებაზე ილაპარაკეს. სრულიად მიუღებლად მიიჩნიეს დეპუტატებმა პოლიტიკური პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ წევრებისთვის გამოტანილი განაჩენი. სტრასბურგში გამოსვლისას გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მარინა შუსტერმა განაცხადა, გერმანელმა კანონმდებლებმა - 120-მა დეპუტატმა - წერილი მისწერეს ბერლინში რუსეთის საელჩოსო. ამ წერილში გამოთქმულია მათი შეშფოთება იმავე თემებზე, რომლებზეც ილაპარაკა სტრასბურგში რუსეთის შესახებ ერთ-ერთმა თანამომხსენებელმა, გიორგი ფრუნდამ. მან მკაცრად გააკრიტიკა რუსეთში მიღებული კანონები, მათ შორის, უცხოეთის დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დავალდებულება, აღირიცხონ „უცხოელ აგენტებად“. მისი სიტყვებით:
„კანონი „უცხოელი აგენტების“, ასევე საპროტესტო გამოსვლების შესახებ, ამასთანავე, კანონი, რომელიც დანაშაულად აცხადებს ყოველგვარ ცილისწამებას, და ფედერალური კანონი, რომელიც ბავშვებს იცავს მათი ჯანმრთელობისა და განვითარების საზიანო ინფორმაციისგან, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს.“
ფრუნდამ ილაპარაკა ოპოზიციის მიმართ დაუშვებელ დამოკიდებულებაზე რუსეთში. მისი თქმით, ხელისუფლება ხელს უშლის მშვიდობიანი დემონსტრაციების მოწყობას, პოლიცია მკაცრ ტაქტიკას მიმართავს საპროტესო გამოსვლებისადმი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს დემოკრატიის მდგომარეობაზე რუსეთში. თანამომხსენებელი შეეხო უფლებადამცავებზე, ადვოკატებზე, ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათი ცემის თემასაც; მანვე განუცხადა ასამბლეას, რომ სასამართლო სისტემა რუსეთში კვლავაც რჩება პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ და ამის მაგალითად მოიყვანა „პუსი რაიოტის“ სასამართლო პროცესი:
„არაპროპორციული იყო „პუსი რაიოტის“ წევრებისთვის გამოტანილი განაჩენი. შეიძლება ეკლესია არ არის მხატვრული პერფორმანსისა თუ პოლიტიკური მანიფესტაციის ადგილი, მაგრამ ორწლიანი პატიმრობის მისჯა სამი ახალგაზრდა ქალისთვის, რომლებსაც უწინ დანაშაული არ ჩაუდენიათ, მიუღებელია და, ამდენად, მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.“
ფრუნდას თანამომხსენებელმა ანდრეას გროსმა, შვეიცარიელმა დეპუტატმა, განაცხადა, წელს რუსეთში მოწყობილმა დემონსტრაციებმა კარი უნდა გაუღოს ჯანსაღ დემოკრატიულ ცვლილებებს რუსეთშიო.
ამ ანგარიშის გზავნილი რუსეთის ხელისუფლებისადმი ის არის, რომ ოპოზიციური მოძრაობა მიიჩნიონ იმ რეფორმების გატარების შესაძლებლობად, რომლებიც ასე სჭირდება რუსების უმრავლესობას რეზოლუციის პროექტში, რომლის თანაავტორია გროსი, შვეიცარიელი დეპუტატი, ფრუნდასთან ერთად. არის ასევე რუსეთის მიმართ მოწოდება, რომელიც უკავშირდება საქართველოს - კერძოდ, გაუქმდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. აქვე გეტყვით, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა უკმაყოფილება გამოხატა რეზოლუციით, ხოლო დელეგაციის წევრმა ივან მელნიკოვმა მოსკოვის პოზიცია ასე გამოხატა:
„ევროპელთა პოზიციაში კვლავ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს. ამავე დროს, ჩანს ზოგი ქვეყნის პოზიცია, რომელიც წინასწარ არის ცხადი და დაპროგრამებული. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ხელისუფლებაშიც ამ ეტაპზე არიან რუსეთის მიმართ აშკარად არამეგობრული პოლიტიკის გამტარებელი პოლიტიკური ძალები.“
რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს მთავარმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მემარჯვენე ცენტრისტულმა, ევროპის სახალხო პარტიამ, ასევე ცენტრისტულ-მემარცხენე ჯგუფმა და ლიბერალურმა ალიანსმა, რომელთაგან განსხვავებითაც, ევროპელ დემოკრატთა ჯგუფი, მემარჯვენე გაერთიანება და გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეები არ მიემხრნენ რეზოლუციაში გამოთქმულ რეკომენდაციებს. თვითონ დოკუმენტი, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოთქმული რეკომენდაციის თანახმად, განხილული უნდა იქნეს უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ.

შეიძლება ეკლესია არ არის მხატვრული პერფორმანსისა თუ პოლიტიკური მანიფესტაციის ადგილი, მაგრამ ორწლიანი პატიმრობის მისჯა სამი ახალგაზრდა ქალისთვის, რომლებსაც უწინ დანაშაული არ ჩაუდენიათ, მიუღებელია ...გიორგი ფრუნდა
სამშაბათის სხდომაზე გამოსვლისას დიდი ფრაქციების წრმომადგენლებმა დემონსტრაციების შეზღუდვის დამაფიქრებელ გამკაცრებაზე ილაპარაკეს. სრულიად მიუღებლად მიიჩნიეს დეპუტატებმა პოლიტიკური პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ წევრებისთვის გამოტანილი განაჩენი. სტრასბურგში გამოსვლისას გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მარინა შუსტერმა განაცხადა, გერმანელმა კანონმდებლებმა - 120-მა დეპუტატმა - წერილი მისწერეს ბერლინში რუსეთის საელჩოსო. ამ წერილში გამოთქმულია მათი შეშფოთება იმავე თემებზე, რომლებზეც ილაპარაკა სტრასბურგში რუსეთის შესახებ ერთ-ერთმა თანამომხსენებელმა, გიორგი ფრუნდამ. მან მკაცრად გააკრიტიკა რუსეთში მიღებული კანონები, მათ შორის, უცხოეთის დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დავალდებულება, აღირიცხონ „უცხოელ აგენტებად“. მისი სიტყვებით:
„კანონი „უცხოელი აგენტების“, ასევე საპროტესტო გამოსვლების შესახებ, ამასთანავე, კანონი, რომელიც დანაშაულად აცხადებს ყოველგვარ ცილისწამებას, და ფედერალური კანონი, რომელიც ბავშვებს იცავს მათი ჯანმრთელობისა და განვითარების საზიანო ინფორმაციისგან, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს.“
ფრუნდამ ილაპარაკა ოპოზიციის მიმართ დაუშვებელ დამოკიდებულებაზე რუსეთში. მისი თქმით, ხელისუფლება ხელს უშლის მშვიდობიანი დემონსტრაციების მოწყობას, პოლიცია მკაცრ ტაქტიკას მიმართავს საპროტესო გამოსვლებისადმი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს დემოკრატიის მდგომარეობაზე რუსეთში. თანამომხსენებელი შეეხო უფლებადამცავებზე, ადვოკატებზე, ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათი ცემის თემასაც; მანვე განუცხადა ასამბლეას, რომ სასამართლო სისტემა რუსეთში კვლავაც რჩება პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ და ამის მაგალითად მოიყვანა „პუსი რაიოტის“ სასამართლო პროცესი:
„არაპროპორციული იყო „პუსი რაიოტის“ წევრებისთვის გამოტანილი განაჩენი. შეიძლება ეკლესია არ არის მხატვრული პერფორმანსისა თუ პოლიტიკური მანიფესტაციის ადგილი, მაგრამ ორწლიანი პატიმრობის მისჯა სამი ახალგაზრდა ქალისთვის, რომლებსაც უწინ დანაშაული არ ჩაუდენიათ, მიუღებელია და, ამდენად, მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.“
ჩანს ზოგი ქვეყნის პოზიცია, რომელიც წინასწარ არის ცხადი და დაპროგრამებული. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ხელისუფლებაშიც ამ ეტაპზე არიან რუსეთის მიმართ აშკარად არამეგობრული ...ალექსეი პუშკოვი