ლარის არასტაბილურობა, ხელისუფლების მიერ დაანონსებული ეკონომიკური ინიციატივები და მათი განხორციელების მოლოდინში დაწყებული ფასების ცვლილება ქმნის გარკვეულ შეშფოთებასა და ფორიაქს მომხმარებლებში. ეს განწყობები კი განაპირობებს მათ შემდგომ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებას. ნინო გელაშვილი დაინტერესდა შექმნილ ვითარებაში რა დაეხმარებოდა ადამიანებს მაქსიმალურად სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. თბილისის სტუდიის სტუმრები არიან სალომე მოისწრაფიშვილი, წარმომადგენელი "გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდისა - საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" და ვახტანგ ჭარაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.