Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი ადეიშვილი ლარის კურსის შესახებ


გივი ადეიშვილი ლარის კურსის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:40:33 0:00

2 დეკემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო გივი ადეიშვილი, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი. მან ლარის გაცვლით კურსსა და ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაზე ილაპარაკა.

რა საგარეო და შიდა ფაქტორები ახდენს გავლენას ლარის გაცვლით კურსზე და რამდენად დროული აღმოჩნდა ეროვნული ბანკის 1 დეკემბრის განცხადება - ამ საკითხებზე საუბრისას გივი ადეიშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის განცხადებამ აჟიოტაჟი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ჩააცხრო, რის გამოც დღის ბოლოსთვის ლარის გაცვლითი კურსი 2,6 ლარის ნიშნულზე დასტაბილურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 2,58 ლარი ღირს. გადაცემის სტუმარი შეეხო მთავრობის ეკონომიკურ გეგმებს, მათ შორის, 2015 წლამდე ბანკების მიერ დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების სუბსიდირების თემასაც და აღნიშნა, რომ ამ სესხის მქონე 33 ათასი მოქალაქიდან, სავარაუდოდ, 30 პროცენტი თუ დაინტერესდება კრედიტის ლარში კონვერტაციით, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის, დაახლოებით, 20-მილიონიანი სუბსიდიის გამოყოფის აუცილებლობას გამოიწვევს.

სტუმრად ჩვენს ეთერში გივი ადეიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:49:32 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG