საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2015 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა 2.8 პროცენტით გაიზარდა. ეს არის იმაზე დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე ქვეყანას ესაჭიროება, - ასეთ აზრს გამოთქვამს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი მაკალათია. მას საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებზე ინტერვიუ ჩამოართვა კახა მჭედლიძემ.