საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და პრეზიდენტობის მსურველთაგან სულ უფრო მეტი ეკონომიკური ხასიათის განცხადება ისმის. მათ შორისაა დაპირებები პენსიის გაზრდის თაობაზე. თავდაპირველად თქვენს ყურადღებას პენსიებთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური ძალის - ”ქართული ოცნების” - კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის პოზიციაზე შევაჩერებ.
მმართველი პოლიტიკური ძალის - ”ქართული ოცნების” - საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. მას თან ახლდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევში სტუმრობისას გიორგი მარგველაშვილს და ნოდარ ხადურს ერთ-ერთი გლეხი გამოელაპარაკა: ”ივანიშვილმა ხომ თქვა, რომ პენსიას გაგიზრდითო. რაც გვაქვს, ის წინა მთავრობამ გაგვიზარდა”. ამ განცხადებას ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატის, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის პასუხი მოჰყვა. მათი დიალოგი ”შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” ჩაიწერა.
გიორგი მარგველაშვილი: ”პენსია ძველმა მთავრობამ კი არა, ამ კაცმა გაზარდა”.
ნოდარ ხადური: ”ივანიშვილს ეგრე არ უთქვამს. ივანიშვილმა თქვა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. საარსებო მინიმუმი კი ამჟამად 146 ლარია. 125 ლარი გაქვთ და წინა მთავრობამ როგორ გაგიზარდათ? 150 ლარი სექტემბრიდან გექნებათ. ახლა მე შემიძლია ფული დავბეჭდო და მოგცეთ. მერე იცი, სად წავა ფასები? კოსმოსში. მე რომ სტუდენტი ვიყავი, 15 მილიონი მქონდა სტიპენდია, ოღონდ კუპონი. თუ ეკონომიკა არ განვითარდება, სხვანაირად შეუძლებელია”.
ნოდარ ხადურის მიერ ნახსენები 150 ლარიანი პენსიის დაწესების მთავარ არგუმენტად საარსებო მინიმუმი სახელდება. უახლესი გაანგარიშებით, ის, შარშანდელთან შედარებით, რამდენიმე ლარით შემცირდა და ახლა თითქმის 145 ლარს შეადგენს. სწორედ საარსებო მინიმუმთან პენსიის გათანაბრება იყო კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი ერთი წლის წინ. მაგრამ მაშინ კოალიციის ლიდერები საარსებო მინიმუმს არა თუ ამცირებდნენ, არამედ აორმაგებდნენ. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმი 220 ლარს შეადგენს:
”სოციალური რეფორმა ჩვენს ქვეყანაში განხორციელდება იმ გეგმით, რომელიც ჩვენ ერთად, „ქართულმა ოცნებამ“, შევიმუშავეთ და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პენსიონერს მინიმალური პენსია განესაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა; ეს ნიშნავს იმას, რომ დღესვე ის რეფორმა რომ განხორციელდეს, დღეს პენსიონერს არანაკლებ 220 ლარისა ექნება პენსია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი...”
კოალიციის ლიდერებიდან ირაკლი ალასანია არ იყო ერთადერთი, ვინც 155 ლარიან საარსებო მინიმუმს აკრიტიკებდა. მაგალითად, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ორიოდე წლის წინ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდის შესახებ საუბრობდა:
”იმ კალათის შესაძენად, რომელიც ჯანმრთელობის სამინისტროში იყო შედგენილი და 2003 წლამდე მოქმედებდა, დღეს ადამიანს, სავარაუდოდ, ალბათ, 240-250 ლარი დასჭირდებოდა, ძალიან უხეშად რომ დავთვალოთ”.
თავად მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც არაერთხელ აღუნიშნავს საარსებო მინიმუმის დაბალი დონე. მან საპარლამენტო უმცირესობასთან რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ალასანიას დაპირების კომენტირებისას განაცხადა, რომ კოალიციის მიერ ცვლილებების კონკრეტული თარიღი დასახელებული არ ყოფილა:
“ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან გააკეთა, არ სცილდება იმ ფარგლებს, რასაც ჩვენ ჩვენს პროგრამაში ვაფიქსირებდით. ყურადღებამისაქცევია, რომ ჩვენ დროზე არ ვაკეთებდით ფიქსირებას. როდესაც ჩვენ ვაკეთებდით მსგავს განცხადებებს და დღესაც შემიძლია გავიმეორო იგივე, რომ აუცილებლად ასე უნდა იყოს და ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მივაღწიოთ ასეთ ციფრს, ასეთ მნიშვნელობას, მაგრამ არ გვაქვს კონკრეტული დრო დაფიქსირებული“.
სანამ ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენები დრო მოვა, საარსებო მინიმუმი კლებას განაგრძობს. მისი გამოანგარიშება ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2003 წელს დადგენილი კალათის მიხედვით, რომლის 70 პროცენტს ადამიანის არსებობისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტები შეადგენს, ხოლო დანარჩენს აუცილებელი სერვისები. ამ პროდუქტების ფასების შეჯამებით განისაზღვრება საარსებო მინიმუმის მოცულობა.
ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ხელისუფლებას ურჩევს საპენსიო პოლიტიკის განსაზღვრისას არ დაეყრდნოს საარსებო მინიმუმს.
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, საჭიროა ხელისუფლებამ საპენსიო სისტემის რეფორმა დროულად განახორციელოს, რათა არ დაგროვდეს ისეთი საპენსიო ვალდებულებები, რომელთა გასტუმრება მომავალში ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება:
”ახალ სქემებზე გადასვლა, რაც გულისხმობს სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილებას ამ სფეროში, უნდა გაგვეკეთებინა 15 წლის წინ. სამწუხაროდ, მოვდივართ ამდენი ხანია და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ბედავს გადადგას მკვეთრი ნაბიჯები და აუწყოს საზოგადოებას, რომ ისინიც ვალდებულნი არიან საკუთარ სიბერეზე იზრუნონ”.
ამჟამად საქართველოში, ევროპასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია საპენსიო ხარჯების შეფარდება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელთან და ასევე მზარდია საპენსიო ასაკის მოსახლეობის რიცხვიც.
მმართველი პოლიტიკური ძალის - ”ქართული ოცნების” - საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. მას თან ახლდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევში სტუმრობისას გიორგი მარგველაშვილს და ნოდარ ხადურს ერთ-ერთი გლეხი გამოელაპარაკა: ”ივანიშვილმა ხომ თქვა, რომ პენსიას გაგიზრდითო. რაც გვაქვს, ის წინა მთავრობამ გაგვიზარდა”. ამ განცხადებას ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატის, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის პასუხი მოჰყვა. მათი დიალოგი ”შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” ჩაიწერა.
გიორგი მარგველაშვილი: ”პენსია ძველმა მთავრობამ კი არა, ამ კაცმა გაზარდა”.
ნოდარ ხადური: ”ივანიშვილს ეგრე არ უთქვამს. ივანიშვილმა თქვა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. საარსებო მინიმუმი კი ამჟამად 146 ლარია. 125 ლარი გაქვთ და წინა მთავრობამ როგორ გაგიზარდათ? 150 ლარი სექტემბრიდან გექნებათ. ახლა მე შემიძლია ფული დავბეჭდო და მოგცეთ. მერე იცი, სად წავა ფასები? კოსმოსში. მე რომ სტუდენტი ვიყავი, 15 მილიონი მქონდა სტიპენდია, ოღონდ კუპონი. თუ ეკონომიკა არ განვითარდება, სხვანაირად შეუძლებელია”.
ნოდარ ხადურის მიერ ნახსენები 150 ლარიანი პენსიის დაწესების მთავარ არგუმენტად საარსებო მინიმუმი სახელდება. უახლესი გაანგარიშებით, ის, შარშანდელთან შედარებით, რამდენიმე ლარით შემცირდა და ახლა თითქმის 145 ლარს შეადგენს. სწორედ საარსებო მინიმუმთან პენსიის გათანაბრება იყო კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი ერთი წლის წინ. მაგრამ მაშინ კოალიციის ლიდერები საარსებო მინიმუმს არა თუ ამცირებდნენ, არამედ აორმაგებდნენ. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმი 220 ლარს შეადგენს:
იმ კალათის შესაძენად, რომელიც ჯანმრთელობის სამინისტროში იყო შედგენილი და 2003 წლამდე მოქმედებდა, დღეს ადამიანს, სავარაუდოდ, ალბათ, 240-250 ლარი დასჭირდებოდა, ძალიან უხეშად რომ დავთვალოთ...ნოდარ ხადური
კოალიციის ლიდერებიდან ირაკლი ალასანია არ იყო ერთადერთი, ვინც 155 ლარიან საარსებო მინიმუმს აკრიტიკებდა. მაგალითად, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ორიოდე წლის წინ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდის შესახებ საუბრობდა:
”იმ კალათის შესაძენად, რომელიც ჯანმრთელობის სამინისტროში იყო შედგენილი და 2003 წლამდე მოქმედებდა, დღეს ადამიანს, სავარაუდოდ, ალბათ, 240-250 ლარი დასჭირდებოდა, ძალიან უხეშად რომ დავთვალოთ”.
დღესაც შემიძლია გავიმეორო იგივე, რომ აუცილებლად ასე უნდა იყოს და ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მივაღწიოთ ასეთ ციფრს, ასეთ მნიშვნელობას, მაგრამ არ გვაქვს კონკრეტული დრო დაფიქსირებული...ბიძინა ივანიშვილი
“ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან გააკეთა, არ სცილდება იმ ფარგლებს, რასაც ჩვენ ჩვენს პროგრამაში ვაფიქსირებდით. ყურადღებამისაქცევია, რომ ჩვენ დროზე არ ვაკეთებდით ფიქსირებას. როდესაც ჩვენ ვაკეთებდით მსგავს განცხადებებს და დღესაც შემიძლია გავიმეორო იგივე, რომ აუცილებლად ასე უნდა იყოს და ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მივაღწიოთ ასეთ ციფრს, ასეთ მნიშვნელობას, მაგრამ არ გვაქვს კონკრეტული დრო დაფიქსირებული“.
სამწუხაროდ, მოვდივართ ამდენი ხანია და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ბედავს გადადგას მკვეთრი ნაბიჯები და აუწყოს საზოგადოებას, რომ ისინიც ვალდებულნი არიან საკუთარ სიბერეზე იზრუნონ...გია ჯანდიერი