ინტერნეტსივრცეში ფარული ჩანაწერების გავრცელების სიხშირე ბოლო დროს მხოლოდ მატულობს. ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს მათი ავთენტურობის აღიარება-არაღიარება, შინაარსზე მსჯელობა, დაკითხვები, საფრთხეების შეფასება და ა.შ... რა მასალაა და რისთვის არის გამოსადეგი ფარული ჩანაწერები, თუკი ის უკანონოდ არის მოპოვებული? შეიძლება თუ არა მათი შინაარსის გამო დადგეს პირის ან პირების პასუხისმგებლობის საკითხი? ამ საკითხებზე ვესაუბრეთ „საია“-ს იურისტ გიორგი გოცირიძესა და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილს.