Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჩანს რომ, გარკვეული კომპრომისი უკვე შედგა... ”


მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არსებული კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს, საქართველოში არ ცხრება ამ პრობლემაზე საუბარი. უმრავლესობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს საკონსტიტუციო ცვლილებების გზით წასულიყვნენ, რომლის მიხედვითაც, აპრილამდე პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება არ ექნება, მაგრამ, ალბათ, აპრილამდე გაგრძელდება მსჯელობა და დავა იმაზე, მართლაც არსებობს თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ალბათობა. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ეს პოლიტიკური თამაშია და კრიზისი არასოდეს არ იქნება. ნაწილი კი ამბობს, რომ რისკი ნამდვილად არსებობს და გარკვეულ ვითარებაში ეს მართლაც შეიძლება მოხდეს. ისინი გამოსავალს კომპრომისების დაძებნაში ხედავენ. სწორედ ამ ორ თვალსაზრისსა და შესაბამის არგუმენტებს მოისმენთ დღეს რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან, რომლის სტუმრები არიან პოლიტიკური რისკების ექსპერტი ბაკურ კვაშილავა და ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

დისკუსია
please wait

No media source currently available

0:00 0:14:46 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG